"მეთოფეები" პრემიერლიგის ლიდერ "ჩელსის" 14 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დღეს "ასტონ ვილას" დაამარცხებენ შანსი აქვთ თანაქალაქელებს მიუახლოვდნენ.
"არსენალის" თავკაცი ფეხბურთელებს სიმტკიცისკენ მოუწოდებს, რათა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლონ და ასევე დასძენს, რომ მათი შანსი მცირეა.
"გვინდა ყველა ის თამაში მოვიგოთ, რომლის მოგებაც შესაძლებელია. ამავდროულად ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ლიდერ "ჩელსის" 14 ქულით ჩამოვრჩებით. იმისათვის, რომ
ფოკუსირება ჩვენს თამაშზე, სანახაობასა და შედეგებზე უნდა მოვახდინოთ.
რთულია იმის თქმა თუ როგორ დავასრულებთ სეზონს," - განაცხადა ვენგერმა.
შეაგხსენებთ, რომ "არსენალი" "ასტონ ვილასთან" პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩს შინ 1 თებერვალს გამართავს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით