ინგლისი. პრემიერლიგა. XXIII ტური: პრაგმატული ზავი და ლეგენდის დაბრუნება "სტემფორდ ბრიჯზე" [VIDEO]

AutoSharing Option
"სტემფორდ ბრიჯზე" გამართულმა უმნიშვნელოვანესმა მატჩმა ბევრი კითხვა კვლავაც უპასუხოდ დატოვა. სანახაობრივი კუთხით, "ჩელსი"-"სიტიმ" ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ დაძაბულობა ისეთი გახლდათ, როგორიც უნდა ყოფილიყო...

პირველი ტაიმის მიწურულს გუნდებმა მოულოდნელი გოლები გაცვალეს. "ლურჯებმა" ბრწყინვალე კომბინაციით იხეირეს, ხოლო "სიტიმ" ტიბო კურტუას იშვიათი შეცდომით ისარგებლა. აი, მერე კი საქმეში პრაგმატიზმი ჩაერთო, პირველ რიგში, ჟოზე მოურინიოს მხრიდან და "განსაკუთრებულმა" მანუელ პელეგრინისაც მოაწერინა ზავზე ხელი, 5-ქულიანი სხვაობაც ძალაში დარჩა და ყველაფერი წინ არის.

პორტუგალიელი სპეციალისტის ზედმეტი სიფრთხილე იმითაც იყო გამოწვეული, რომ მას სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა
- სესკ ფაბრეგასის მწყობრში ჩაყენება ექიმებმა ვერ მოასწრეს, აი, დიეგო კოშტას კი ბოლო მომენტში გამოუწერა სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია "ლივერპულთან" თასზე შემოთავაზებული პროვოკაციული გამოხდომებისთვის.

საუკეთესო გოლეადორისა და მეპასის გარეშე დარჩენილმა მოურინიომაც თავი ორმაგად დაიზღვია.

რაც მთავარია, "სტემფორდ ბრიჯის" საფარზე 14 წუთით ფრენკ ლამპარდმაც შემოისეირნა, სხვა გუნდის მაისურით. ფრენკის მთელი სტადიონი ოვაციებით შეეგება. ვხედავდით ბანერებსაც: "შენ ჩელსის ლეგენდა ხარ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯონ კარვერს "ნიუკასლის" სრულფასოვან მწვრთნელად დანიშვნამ არგო და მან მეხუთე ცდიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც, შთამბეჭდავი. "კაჭკაჭებმა" გასვლაზე გაანადგურეს "ჰალი" და ბოლო 11 შეხვედრაში პირველად შეინახეს კარი მშრალად. ჯორდების მხრიდან კარგი მატჩი ჩაატარა რემი კაბელიამ. აი, "ვეფხვების" მდგომარეობა კი უკვე მართლაც სავალალოა.

"ჰალს" ბოლო 15 მატჩიდან 11-ში გოლი არ გაუტანია და მიჯრით მეოთხედ დამარცხდა, რაც ამ სეზონში მეორედ ხდება.

ნიუკასლელთა ექსთავკაცმა ალან პარდიუმ "კრისტალ პალასის" მესაჭის რანგში პირველი წაგება იგემა. "არწივები" შინ დაეცნენ "ევერტონთან". "კანფეტებს" ნანატრი გამარჯვება, ვინ, თუ არა რომელუ ლუკაკუმ მოუტანა. ვთქვათ ისიც, რომ მარუან შამახმა ტრავმა მიიღო, რომელიც შეიძლება სერიოზული გამოდგეს.

"ლივერპულმა" "ვესტ ჰემთან" მძიმე მატჩი მოიგო. მერსისაიდელებმა 2 დეკემბრის მერე სტუმრად მოგების გარეშე მყოფი "ჩაქუჩები" მეორე ტაიმში გატეხეს. თუმცა სამ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანი და თუნდაც იმ ულამაზეს კომბინაციასა და რაჰიმ სტერლინგის პირველ გოლზე უფრო ლამაზი "ლივერპულის" ფანებისა და ბრენდან როჯერსისთვის, ალბათ, მეორე, აბსოლუტურად ჩვეულებრივი გოლი გახლდათ, რომელსაც არაჩვეულებრივს მისი ავტორი ხდის - დიახ, 31 აგვისტოს მერე დანიელ სტარიჯმა, როგორც იქნა, მინდორზე ფეხი შედგა და შეცვლაზე შესვლიდან რამდენიმე წუთში გაიტანა კიდეც, რამაც პირადად იგი და სრულიად "ენფილდი" აღაფრთოვანა. ეს იყო მესიჯი - გეშინოდეთ, სტარიჯი დაბრუნდა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედს" ასე მშვიდად და დამაჯერებლად მოგებული ამ სეზონში მხოლოდ 2-3 შეხვედრა თუ ექნება, როგორც "ლესტერი" დაამარცხა. ოღონდ "მელიები" თავიანთი შეცდომებით მეტოქეს გვარიანად დაეხმარნენ და "წითელმა ეშმაკებმა" პირველი წრის ფიასკოზეც იძიეს შური და მესამე ადგილზეც გადავიდნენ, რადგან...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"საუთჰემპტონი" საკუთარ "სენტ მერიზე" დიდ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით კი, პირველ ტაიმში, რაც გოლში ვერ ასახა და ამისთვის დაისაჯა. ცოტა ალოგიკური და უსამართლო შედეგი "სუონსიმ" ჯონჯო შელვის მორიგი ულამაზესი გოლით დააფიქსირა, ჯონჯომ შორიდან დასჭექა და "წმინდანები" გააჩუმა. ასე გადაულოცა რონალდ კუმანმა მესამე საფეხური ლუი ვან გაალს.

"არსენალმა" იფრინა "ფლაი ემირეიტსზე" და ამ სეზონში პირველად გაიტანა 5 გოლი. თანაც, ისევ გამოიჩინეს თავი თეო უოლკოტმა და მესუთ იოზილმა, რომელმაც საგოლე პასიც მითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვესტ ბრომვიჩმა" და ტონი პულისმა 2015 წელს თავიანთი პირველი მატჩი "ტოტენჰემთან" წააგეს.

კრისტიან ერიკსენი გვიანი გოლებიდან ადრეულებზე გადაერთო და სწრაფი ჯარიმით დააწინაურა თავისიანები. მერე კი ჰარი კეინის დრო დადგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ახალგაზრდა შემტევს პრემიერლიგაში უკვე 10 გოლი აქვს, ხოლო მთლიანად სეზონში - 20.

"ქუინზ პარკმა" მე-11 საგარეო შეხვედრაც წააგო, რაშიც დამნაშავე "სტოკელთა" ერთ-ერთი ლიდერი ჯონათან უოლტერსია, ვინც გუნდის მაისურით მე-200 მატჩი ჰეთ-თრიქით აღნიშნა.

პრემიერლიგა. XXIII ტური
31 იანვარი
ჰალი-ნიუკასლი 0:3
გოლი: 0:1 კაბელია (40), 0:2 ამეობი (50), 0:3 გუფრანი (78)
ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი - ელმოჰამადი, დოუსონი, დევისი, რობერტსონი (71. ბრედი) - მეილერი (56. ალუკო), ლივერმორი, ჰადლსტოუნი, რამირესი - იელავიჩი, ა. ერნანდესი (67. ტ. ინსი)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა, კოლბეკი - კაბელია (72. გუფრანი), სისოკო, ამეობი (90+2. აბეიდი) - ა. პერესი (82. სისე)
გაფრთხილება: მეილერი, ელმოჰამადი, რობერტსონი, ლივერმორი - ანიტა
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 15-13 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 13(8)-12(5) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 23 925

ლივერპული-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (51), 2:0 სტარიჯი (80)
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, მ. სახო - მარკოვიჩი (68. სტარიჯი), ჰენდერსონი, ლუკასი, მორენო - ლალანა, კოუტინიო (81. იბე) - სტერლინგი
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ო’ბრაიენი, კოლინსი (74. დემელი), რიდი, კრისუელი - ამალფიტანო (55. ნოუბლი), სონგი, დაუნინგი - ნოლანი -კეროლი (63. კ. კოული), ე. ვალენსია
გაფრთხილება: სტერლინგი - კეროლი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 21(7)-7(2) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 44 718

კრ. პალასი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 ლუკაკუ (2)
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, კელი (65. ზაჰა) - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, გეილი - შამახი (25. მატჩი) - იაია სანოგო (71. მარეი)
ევერტონი (4-2-3-1): ხოელ რობლესი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბეშიჩი, ბერი - მაკგიდი, ნეისმიტი, მირალასი (68. ოვიედო) - ლუკაკუ (90+2. ა. კონე)
გაფრთხილება: - ოვიედო, ხოელ რობლესი, ბეინსი
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 13(2)-14(2) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 25 197

მანჩესტერი-ლესტერი3:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (27), 2:0 ფალკაო (32), 3:0 მორგანი (44-ს.კ-ში), 3:1 ვასილევსკი (80)
მანჩესტერი (4-1-3-2): დე ხეა - ვალენსია (77. მატა), ჯოუნსი, როხო, შოუ - ბლინდი - რუნი, დი მარია, იანუზაი - ვან პერსი (68. მაკნეირი), ფალკაო (80. უილსონი)
ლესტერი (4-4-2): შვარცერი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, დე ლაეტი - ვარდი (46. კამბიასო), დრინკვოტერი, კინგი, შლუპი - ულოა (62. ნიუჯენტი), კრამარიჩი (62. ოლბრაიტონი)
გაფრთხილება: - დრინკვოტერი
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 8-12 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 12(5)-4(1) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 75 329

სტოკი-ქპრ 3:1
გოლები: 1:0 უოლტერსი (21), 2:0 უოლტერსი (34), 2:1 კრანჩარი (36), 3:1 უოლტერსი (90+2)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, შოუკროსი (42. მუნიესა), ვოლშაიდი, უილსონი - ნ’ზონზი, უელანი - არნაუტოვიჩი (63. კრაუჩი), აირლენდი (72. ადამი), მოზესი - უოლტერსი
ქპრ (4-1-4-1): გრინი - ისლა, დანი, ონუოჰა, ჰილი (75. იუნი) - ჰენრი (46. ზამორა) - ვარგასი, ბარტონი, ფერი, კრანჩარი (68. ჰოილეტი) - ოსტინი
გაფრთხილება: მოზესი, უოლტერსი - ისლა, ბარტონი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 15(3)-14(4) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 27 512

სანდერლენდი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 ვიქჰემი (20), 2:0 დეფო (34)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - რევეიერი, ვერხინი, ო’ში, ვან აანჰოლტი - ბრიდკეტი - ჯონსონი (86. რ. ალვარესი), ხორდი გომესი, ლარსონი, ვიქჰემი (76. გრემი) - დეფო (75. ს. ფლეტჩერი)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი (61. უოლასი), მარნი, ჯოუნსი, არფილდი - ბარნსი (76. ვოუკსი) - ინგსი (61. იუტკევიჩი)
გაფრთხილება: ჯონსონი, ლარსონი, პანტილიმონი - მარნი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 8(3)-13(4) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 44 022

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 ერიკსენი (6), 0:2 კეინი (15), 0:3 კეინი (64-პენ.)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - უიზდომი (61. გარდნერი), მაკოლი, დოუსონი, ლესკოტი - ბრანტი, მორისონი (88. დორანსი), იაკობი, მაკმანამანი (60. ბრაუნი) - ბერაჰინო, ანიჩებე
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი - პაულინიო, მეისონი (74. სტამბული) - ლამელა, დემბელე (62. შადლი), ერიკსენი - კეინი (88. სოლდადო)
გაფრთხილება: ბერაჰინო, იაკობი - ლამელა
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 13(4)-14(4) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 25 079

ჩელსი-სიტი 1:1
გოლები: 1:0 რემი (41), 1:1 სილვა (45)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - ვილიანი (80. დროგბა), ოსკარი (87. ლოფტუს-ჩიკი), აზარი - რემი (87. კეჰილი)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ფერნანდო (77. ლამპარდი), ფერნანდინიო - ნავასი, სილვა (90. იოვეტიჩი), მილნერი - აგუერო (84. ჯეკო)
გაფრთხილება: - სილვა, ფერნანდო
კუთხური: 1-8 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 3(2)-10(5) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 41 620

1-ლი თებერვალი
არსენალი-ასტონ ვილა 5:0
გოლები: 1:0 ჟირუ (8), 2:0 იოზილი (56), 3:0 უოლკოტი (63), 4:0 კასორლა (75), 5:0 ბელერინი (90+2)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - რემზი (77. ფლამინი), კოკლენი - უოლკოტი (70. როსიცკი), კასორლა, იოზილი - ჟირუ (70. აკპომი)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, რიჩარდსონი - კ. სანჩესი (76. ვესტვუდი), დელფი, კლევერლი (66. აგბონლაჰორი) - ვაიმანი (66. ს. სინკლერი), ხილი, ბენტეკე
გაფრთხილება: - კლარკი, ხილი
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 6-10 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 13(8)-9(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 59 958

საუთჰემპტონი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 შელვი (83)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - დევისი, რიდი (63. მანე) - ტადიჩი, უორდ-პრაუსი, ელია (90+2. სიგერი) - პელე
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი (82. რანხელი), ფერნანდესი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ფულტონი, კეროლი - დაიერი, შელვი, ემნესი (16. ბეროუ; 90+3. ამატი) - გომისი
გაფრთხილება: იოშიდა - ნ. ტეილორი
გაძევება: ბერტრანი (89)
კუთხური: 9-0 ჯარიმა: 11-9 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 15(6)-6(1) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 30 943

ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 14 - სერხიო აგუერო (სიტი); 13 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
7 თებერვალი:
ტოტენჰემი-არსენალი, ასტონ ვილა-ჩელსი, ლესტერი-კრ. პალასი, სიტი-ჰალი, ქპრ-საუთჰემპტონი, სუონსი-სანდერლენდი, ევერტონი-ლივერპული

8 თებერვალი:
ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი, ნიუკასლი-სტოკი, ვესტ ჰემი-მანჩესტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული