2020 წლამდე "ტოტენჰემის" მოქალაქე კეინი

AutoSharing Option
ჰარი კეინმა ლონდონის "ტოტენჰემთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის თავდამსხმელმა წინა შეთანხმებას არც ისე დიდი ხნის წინ, აგვისტოში მოაწერა ხელი, მაგრამ იმ ამ სეზონში ისე ბრწყინვალედ თამაშობს, რომ "დეზების" უფროსობამ გადაწყვიტა, ერთი მხრივ, კეინი წაეხალისებინა და მეორე მხრივ, თავი დაეზღვია და ჰარის პოტენციური მსურველები დაეფრთხო.

კეინს ხელფასიც გაუზარდეს და ახალი შეთანხმება უფრო ხანგრძლივიც არის, იგი 2020 წლამდეა "ტოტენჰემის" საკუთრებაში.

"ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ იმით, რომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ველოდები მომავალ მატჩებს" - აღნიშნა ახალგაზრდა შემტევმა.

კეინს მიმდინარე სეზონში
20 გოლი აქვს გატანილი. აქედან 10 ბურთით იგი კლუბს უშუალოდ პრემიერლიგაში შეეწია. სხვათა შორის, ჰარიმ შესანიშნავად ითამაშა 21 წლამდელთა ნაკრებშიც, რომლის მაისურითაც 10 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ 27 მარტს ინგლისის ნაკრებს ლიტვასთან აქვს ამხანაგური მატჩი, ხოლო 31 მარტს იტალიასთან. დიდი ალბათობით, როი ჰოჯსონი ამ შეხვედრებისთვის ჰარი კეინს ნაკრებში გამოიძახებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული