ორი ფერწერული ტილო, რომლებზეც ლიონელ მესია გამოსახული, 923 ათას ევროდ გაიყიდა

AutoSharing Option
ტაკაში მურაკამის ნახატი
ორი ფერწერული ტილო, რომლებზეც "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესია გამოსახული, ლონდონში გამართულ Sotheby's-ის აუქციონზე 923 ათას ევროდ გაიყიდა.

ბრიტანელი მხატვრის, დემიენ ჰერსტის ნამუშევარი 494 ათასად გასხვისდა, ხოლო იაპონელი ხელოვანის, ტაკაში მურაკამისი კი - 429 ათასად.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული ეს თანხა ნეპალში, ინდონეზიასა და ბანგლადეშში საგანმანათლებლო პროგრამას მოხმარდება. პროგრამა ამ ქვეყნებში ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც განათლების სკოლაში მიღების საშუალება არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ აუქციონის ორგანიზატორები ნამუშევრების ამხელა ფასად გაყიდვას არ მოელოდნენ.

Sportall.Ge
დემიენ ჰერსტის ნახატი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული