იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა. იანვრის მატჩებში კეინმა 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი "საუთჰემპტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა მიიღო.
"წმინდანებმა" მისი ხელმძღვანელობით გასულ თვეს სამი გამარჯვება მოიპოვეს - ლონდონის "არსენალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ნიუკასლთან".