ვიქტორ ვალდესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჯერ მეორე გუნდი უნდა იკმაროს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ვიქტორ ვალდესზე ჰკითხეს - შანსი თუ მიეცემა ძირითად შემადგენლობაში გაბრძოლების და დავიდ დე ხეასთან კონკურენციის გაწევისო.

"როდესაც წელიწადზე მეტი ხანია, არ გითამაშია და სერიოზული ტრავმის შემდეგ დაბრუნდი, ვფიქრობ, ნორმალურია, რომ ჯერ საკუთარი შესაძლებლობები უფრო დაბალ დონეზე გამოავლინო და თავი მეორე გუნდში გამოიჩინო, ფორმა აღიდგინო.

ვიქტორმაც ის უნდა გააკეთოს, რასაც, მაგალითად, ეშლი იანგი აკეთებს და რაც მაიკლ კერიკმა მოახერხა. ყოველთვის ასეა და ტრავმის მერე მეორე გუნდით დაწყება ჩვეულებრივი რამ არის" - განაცხადა ვან გაალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული