ვიდეო: არსენალი-მიდლსბრო 2:0
15 თებერვალს ინგლისის ასოციაციის თასის 1/8-ფინალის სამი შეხვედრა გაიმართა.
"ასტონ ვილამ" "ლესტერი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მატჩში ანგარიში 68-ე წუთზე "ასტონ ვილას" ფორვარდმა ლეანდრო ბაკუნამ გახსნა. 89-ე წუთზე სკოტ სინკლერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. "ლესტერმა" მაინც მოახერხა ერთი გოლის გატანა. თავი ანდრეი კრამარიჩმა 91-ე წუთზე გამოიჩინა.
დასავლეთ იორკშირში პირველლიგელმა "ბრედფორდ სიტიმ" პრემიერლიგაში მოთამაშე "სანდერლენდს" უმასპინძლა. შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. მესამე წუთზე "სანდერლენდელმა" ჯონ ოშიმ ავტოგოლი გაიტანა. მასპინძლები ამით არ დაკმაყოფილდნენ და 61-ე წუთზე ჯონ სტიდმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩი საბოლოოდ "ბრედფორდის" სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
დღის ბოლო, მესამე შეხვედრა ლონდონში გაიმართა. "არსენალი" საკუთარ "ეიმირათ სთედიუმზე" "მიდლსბროს" დაუხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის გმირი "არსენალის" ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ გახდა, რომელმაც მეტოქეს 27-ე და 29-ე წუთებზე გაუტანა.
ინგლისის ასოციაციის თასის ბოლო 1/8-ფინალური შეხვედრა "პრესტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 16 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი: "ლივერპულმა" აშკარად მოუმატა
11:49 16-02-2015
ასოციაციის თასი. 1/8-ფინალი: ოლივიე ჟირუმ ლონდონის "არსენალს" მოაგებინა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული