"ლივერპულს" თურმე, დანიელ სტარიჯი აკლდა

AutoSharing Option
* "ლივერპულმა" ბოლო 22 შეხვედრიდან მხოლოდ ორი დათმო.

* დანიელ სტარიჯს "ლივერპულის" მაისურით 48 მატჩში 38 გოლი დაუგროვდა.

"ლივერპული" პრემიერლიგის მეორე წრეში გაცილებით უკეთ გამოიყურება. ფანები თუ სპეციალისტები ელოდებიან, რომ გუნდი კიდევ მოუმატებს. ამ ვარაუდის საფუძველს დანიელ სტარიჯის დაბრუნება იძლევა. ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსიც.

სტარიჯი კარგი იყო "ტოტენჰემთან" უმნიშვნელოვანეს მატჩშიც, სადაც ორ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და ასოციაციის თასზე "კრისტალ პალასთან" (გოლი გაიტანა).

"დანიელის დაბრუნება ჩვენთვის დიდი შეღავათია და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ყველა ვხედავთ მის
თვისებებსა და მონაცემებს - მის სისწრაფეს, მის ტექნიკას... ბევრი შანსი არ სჭირდება გოლის გატანისთვის. სტარიჯის დაბრუნების მერე გუნდი ისევ მაღალ დონეზეა და აწყობილი მექანიზმივით ფუნქციონირებს" - განაცხადა როჯერსმა.

ენფილდელებს ბოლო 22 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვთ წაგებული. ეს კარგი სერია ნოემბერში "კრისტალ პალასთან" წაგების შემდგომ დაიწყო. მაშინ "ლივერპული" "არწივებთან" ძალიან უსუსური გახლდათ და პირწმინდად დამარცხდა - 1:3.

"იმ მარცხის მერე ფეხბურთელების რეაქცია ბრწყინვალე გახლდათ, მათ ხასიათი გამოავლინეს. "სელჰარსტ პარკზე" ყველას ცუდი შეგრძნება გაუჩნდა, პასუხისმგებლობაც იგრძნეს და გაიაზრეს, რომ გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს. სწორედ აქედან მოყოლებული ავთამაშდით ისეთი შემართებით, როგორც მაგალითად, წინა სეზონში " - დასძინა როჯერსმა.

ჩვენ კი "ლივერპულის" შემადგენლობაში დანიელ სტარიჯის სტატისტიკას გადავავლოთ თვალი. მთლიანობაში, მას 48 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი, რაც მშვენიერი მაჩვენებელია.

ტურნირი ძირით. შეცვ. გოლი
პრემიერლიგა 41 8 33
ასოციაციის თასი 5 1 3
ლიგის თასი 2 0 2
სულ 48 9 38

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული