პრემიერლიგა. XXVI ტური: "მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" ეწევა [VIDEO]

AutoSharing Option
21 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 7 შეხვედრა გაიმართა, ტურში რამდენიმე სენსაცია მოხდა.

ლონდონის "ჩელსი" შინ დაუზავდა "ბარნლის" 1:1 და "მანჩესტერ სიტი" ხუთ ქულამდე მიიახლოვა.

პირველ ტაიმში ედენ აზარი მარჯვენა კუთხიდან შეიჭრა საჯარიმოში, სადაც ბრანისლავ ივანოვიჩი მოძებნა და სერბმა მცველმაც ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში "ჩელსი" 10 კაცით დარჩა, მას მერე, რაც ნემანია მატიჩი ვიზავის უხეშობამ წყობიდან გამოიყვანა.

81-ე წუთზე "ჩელსის" კართან კუთხური დაინიშნა, თავით ყველას ბენ მიმ აჯობა.

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "მატიჩის გაძევებას ამ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. სულ ოთხი ეპიზოდი დავითვალე,
რომლებზეც შეჩერება ღირს: 30-ე, 33-ე, 43-ე და 69-ე წუთებზე. მორჩა, მეტი აღარ მკითხოთ ამის შესახებ, თორემ მერე მსჯიან ხოლმე. ეს კი აღარ მინდა.

ამ ყველაფრის აღსაწერად ისეთი სიტყვები დამჭირდება, რომლების თქმაც აკრძალული მაქვს. დავამთავროთ, გაკვირვებული ვარ, რომ არ წავაგეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მანჩესტერ სიტიმ" დრო იხელთა და "ნიუკასლ იუნაიტედის" განადგურებით (5:0), ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.

თითო გოლი გაიტანეს სერხიო აგუერომ, სამირ ნასრიმ და ედინ ჯეკომ, მეორე ტაიმში ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა ესპანელმა დავიდ სილვამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სუონსი სიტიმ" შინ სენსაციურად დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2:1. პირველ ტაიმში დავიდ დე ხეას კარში ერთი გოლი ახალი ტექნოლოგიის წყალობით გააუქმეს, რადგან ბურთს ბოლომდე არ გადაუკვეთავს კარის ხაზი, სანამ მცველი მოიგერიებდა.

ანგარიში "იუნაიტედის" ესპანელმა ლეგიონერმა ანდერ ერერამ გახსნა, თუმცა იქვე გაათანაბრა კორეელმა კიმ. მეორე ტაიმში ჯონჯო შელვის დარტყმული ბაფეტიმბი გომისს მოხვდა და ისე გავიდა დე ხეას კარში.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტრავმის გამო, რობინ ვან პერსი დაკარგა.

ლუი ვან გაალი (იუნაიტედი): "კარგად ვითამაშეთ, ვდომინირებდით. ერთადერთი, რაც გვმართებდა, მომენტების გამოყენება იყო, თუმცა დღეს გატანა სულ გადაგვავიწყდა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამით ისარგებლა "არსენალმა", სანტი კასორლას და ოლივიე ჟირუს გოლებით ლონდონური დერბი მოუგო "კრისტალ პალასს" (2:1) და მესამე ადგილზე გადავიდა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "პალასი" საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. 2:0-ზე უკვე ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით და ცოტა, გაგვიმართლა კიდეც".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასტონ ვილა-სტოკი 1:2
გოლები: 1:0 სინკლერი (20), 1:1 დიუფი (45), 1:2 მოზესი (93-პენ)
გაძევება: ვლაარი (93. ასტონ ვილა)

ჩელსი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (14), 1:1 მი (81)
გაძევება: მატიჩი (71. ჩელსი)

კრისტალ პალასი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 კასორლა (8-პენ), 0:2 ჟირუ (45), 1:2 მარეი (94)

ჰალი-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 იელავიჩი (16), 1:1 ოსტინი (39), 2:1 ნდოიე (89)
გაძევება: ბარტონი (32)

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 0:0

სუონსი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
გოლები: 0:1 ერერა (28), 1:1 კი (30), 2:1 გომისი (73)

მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 5:0
გოლები: 1:0 აგუერო (2-პენ), 2:0 ნასრი (12), 3:0 ჯეკო (21), 4:0 სილვა (51), 5:0 სილვა (53)

1. ჩელსი - 60 ქულა; 2. სიტი - 55; 3. არსენალი - 48; 4. იუნაიტედი - 47; 5. საუთჰემპტონი - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული