"სანდერლენდის" ფეხბურთელი 15 წლის გოგონასთან სექსის გამო დააკავეს

AutoSharing Option
"სანდერლენდის" ბანაკში ორი ამბავია - კარგი და ცუდი. ცუდით დავიწყოთ... ადამ ჯონსონი სექსსკანდალში ეხვევა და ჯერ უცნობია, რა სანქციებს გაატარებს მის წინააღმდეგ გუნდი, თუკი საერთოდ გაატარებს.

კომენტარებისგან ჯერჯერობით ყველა თავს იკავებს. 27 წლის გარემარბს 16 წლამდე ადამიანთან, კერძოდ კი, 15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი ბრალდება. ამის გამო "სიტის" ყოფილი მოთამაშე პოლიციას ჰყავდა დაკავებული. საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ "სანდერლენდმა" აპელაცია მოიგო. უესლი ბრაუნის დისკვალიფიკაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გააუქმა. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში მსაჯმა
როჯერ ისტმა შეცდომით ბრაუნი გააძევა, რადგან მოეჩვენა, რომ რადამელ ფალკაო სწორედ მან წააქცია და არა ჯონ ო’შიმ.

ასოციაციამ, ვიდეოგამეორებაზე დაყრდნობით, არბიტრის აშკარა შეცდომა აღიარა. ზოგი ჭირი მარგებელიაო და ასეა ახლაც, "ჰალის" წინააღმდეგ შეხვედრაში "შავ კატებს" ბრაუნიც ეყოლებათ და ო’შიც, რადგან წითელი ბარათი, რასაკვირველია, ავტომატურად ო’შიზე არ გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ცოლია ბრატ :D ის სხვა გოგოა. ეს ჯონსონის ცოლია
coco
20:12 03-03-2015
0
და რა ეტყობა ამ ჩემისას 15 წლისასი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული