ასეთი "ლივერპული" ბრენდან როჯერსს უკვე მოსწონს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი დანიელ სტარიჯის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს აიმედებს, რომ მალე დანიელს მეტი სათამაშო დრო ექნება, როდესაც ფორმაში შევა და ფიზიკურ კონდიციებს აღიდგენსო. თავად ჩრდილოირლანდიელიც დიდი ხანი ელოდებოდა სტარიჯს, რომელსაც ტრავმების გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა.

"მერწმუნეთ, სტარიჯი "ლივერპულის" წარმატებებსა და სეზონის საბოლოო შედეგში დიდ როლს ითამაშებს. იგი ოპტიმალურ კონდიციებში ზუსტად გადამწყვეტი მატჩებისთვის შევა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენ მისი იმედი გვაქვს" - აღნიშნა როჯერსმა.

აი, ვისი იმედიც დიდად არ აქვს, ეს, როგორც ჩანს, მარიო ბალოტელია. როჯერსმა
რთული ხასიათის მქონე თავდამსხმელი ვერაფრით მოათვინიერა და მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ არის. ბალოს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ მოსწონს, როჯერსს კი - მისი თავნებობა. ამიტომაც სუპერმარიოს წასვლა უფრო და უფრო რეალური ხდება.

კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც როჯერსმა ბალოტელი "სიტისთან" არ ათამაშა. მარიოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მინდორზე გასვლა ძალიან უნდოდა.

საჯაროდ, ბალოტელის განსაკუთრებით არაფერი შეუმჩნევია. მეტიც, "სიტისთან" მატჩს სოციალურ ქსელში სტატუსი მიუძღვნა, რომელშიც ფილიპე კოუტინიო აქო და ადიდა და მას ფენომენი უწოდა. ბალოს ეს ჟესტი თანაკლუბელისადმი ბევრს მოეწონა. ბრაზილიელი ბოლო დროს მართლაც შეუდარებელია.

მარიოს კი, როგორც იცით, უამრავ გუნდს უკავშირებენ. ბოლო ასეთი "ვალენსიაა", რომელიც იტალიელით დაინტერესდა. ახლა შესაძლოა, "მესტალიას" ბინადრების მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო შეეცადოს ბალოტელისგან "დემონების განდევნას" და მის მორჯულებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
,,დემონები განდევნა'' კარგი იყო :D :D :D
irakli arqania
20:36 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული