"მერწმუნეთ, სტარიჯი "ლივერპულის" წარმატებებსა და სეზონის საბოლოო შედეგში დიდ როლს ითამაშებს. იგი ოპტიმალურ კონდიციებში ზუსტად გადამწყვეტი მატჩებისთვის შევა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ჩვენ მისი იმედი გვაქვს" - აღნიშნა როჯერსმა.
აი, ვისი იმედიც დიდად არ აქვს, ეს, როგორც ჩანს, მარიო ბალოტელია. როჯერსმა
კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც როჯერსმა ბალოტელი "სიტისთან" არ ათამაშა. მარიოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მინდორზე გასვლა ძალიან უნდოდა.
საჯაროდ, ბალოტელის განსაკუთრებით არაფერი შეუმჩნევია. მეტიც, "სიტისთან" მატჩს სოციალურ ქსელში სტატუსი მიუძღვნა, რომელშიც ფილიპე კოუტინიო აქო და ადიდა და მას ფენომენი უწოდა. ბალოს ეს ჟესტი თანაკლუბელისადმი ბევრს მოეწონა. ბრაზილიელი ბოლო დროს მართლაც შეუდარებელია.
მარიოს კი, როგორც იცით, უამრავ გუნდს უკავშირებენ. ბოლო ასეთი "ვალენსიაა", რომელიც იტალიელით დაინტერესდა. ახლა შესაძლოა, "მესტალიას" ბინადრების მთავარი მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტო შეეცადოს ბალოტელისგან "დემონების განდევნას" და მის მორჯულებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"