11:53 05-03-2015
ინგლისის პრემიერლიგაში მწვრთნელები ერთმანეთს დაერივნენ [VIDEO]
AutoSharing Option
სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც მაიკ დინმა პოიეტი გააძევა. არბიტრმა ჯეკ როდუელს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ურუგვაელს არ მოეწონა და ბოთლებით სავსე ვედროს წიხლი ამოსცხო, ბრიუსი კი ამ სცენას კმაყოფილი სახით უყურებდა. გაკაპასებული პოიეტი გასახდელში წასვლამდე ვიზავისთან მივიდა და ირონიულად ტაში დაუკრა, ბრიუსი მას უკან გამოუდგა და ერთი სიტყვით, მხარეები ძლივს გააშველეს. საბოლოოდ, ანგარიში სწორედ რომ როდუელმა გაათანაბრა, "ჰალი" ახალწვეულ დამი ნ'დოის მორიგი გოლით იგებდა.
"მე იმისთვის გამაძევეს, რომ წყლის ვედროს ფეხი მივარტყი. ეს ემოციების მოზღვავების ბრალი იყო. მესმის, რომ კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ისეთიც არაფერი მომხდარა, რომ ამდენი სალაპარაკო იყოს. ის, რაც მინდორზე ხდება, იქვე რჩება", - თქვა პოიეტმა.
სტივ ბრიუსი: "არ ვიცი, რას ვიზამდი, როდესაც გასისკენ გავიწიე. ეს ორი ზრდასრული მამაკაცის ბავშვური საქციელი გახლდათ, მეტი არაფერი. როგორც მივხვდი, იგი მსაჯის გადაწყვეტილებით იყო უკმაყოფილო, არბიტრმა ყველაფერი დაინახა და სიტუაცია შეაფასა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული