ინგლისის ასოციაციის თასი. 1/4-ფინალის წინ: კარგი ჯახი გველოდება

AutoSharing Option
ამ უქმეებზე პრემიერლიგა გვასვენებს და ასპარეზს მსოფლიოს უძველეს საფეხბურთო ტურნირს, ასოციაციის თასს უთმობს.

მხოლოდ ერთი პრემიერლიგური შეხვედრა გაიმართება - გადადებული მატჩი ქპრ-ს და "ტოტენჰემს" შორის (7 მარტს 19:00 საათზე). "დეზებს" გამარჯვება იმისთვის სჭირდებათ, რომ ხუთეულს არ ჩამორჩნენ, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფ "ქუინზ პარკს" იქიდან ამ წუთას მხოლოდ მოგება ამოიყვანს. საინტერესო იქნება, ჰარი კეინისა და ჩარლი ოსტინის დუელიც.

ასოციაციის თასზე კი ყველაზე საინტერესო წყვილი, ყველაზე გვიან თამაშობს - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ამ ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს ლონდონის "არსენალს" მასპინძლობს. ამ კლუბებისთვის
რეალურად ეს ერთადერთი ხელმისაწვდომი ტიტულია და მათი ქიშპობის ისტორიასაც თუ გავიხსენებთ, კარგი ჯახი გველოდება.

"ასტონ ვილა" და "ვესტ ბრომვიჩი" კიდევ ერთხელ გაათამაშებენ უესტ მიდლენდსის დერბის. "ვილა პარკზე" შაბათს ანთებული ვნებები და ემოციები კიდევ უფრო ამოიფრქვევა. "ლივერპული" ფავორიტის სტატუსის გამართლებას "ენფილდზე" შეეცდება "ბლექბერნთან". ნახევარფინალში კი ერთი ქვედალიგელი გარანტირებულად გვეყოლება, რადგან სასწაულმოქმედი "ბრედფორდი", ასევე ამბიციამოზღვავებულ "რედინგს" მასპინძლობს.

ინგლისის ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი
7 მარტი
ბრედფორდი-რედინგი 16:45
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 21:30


8 მარტი
ლივერპული-ბლექბერნი 20:00

9 მარტი
მანჩესტერი-არსენალი 23:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტოტენჰემს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული