"ლივერპულმა" პრემიერლიგაში სტივენ ჯერარდის გარეშე ყველა მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ინგლისურმა გამოცემა Daily Mail-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც "ლივერპულის" კაპიტანს, სტივენ ჯერარდს ეხება.

მერსისაიდელებმა მიმდინარე სეზონში სტივენ ჯერარდის გარეშე ყველა მატჩი მოიგეს.

ამასთან ერთად, "ლივერპულმა" ჯერარდთან ერთად პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების ნახევარიც კი ვერ მოიგო.

დეკემბერ-იანვარში სტივენ ჯერარდმა "სუონსისთან", "ასტონ ვილასთან" და "ვესტ ჰემთან" მატჩები გამოტოვა, ხოლო გასულ თვეს მიღებული ტრავმის გამო მან "საუთჰემპტონთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ბერნლისთან" ვერ ითამაშა.

ამ ექვსივე მატჩში გამარჯვებას "ლივერპულმა" მიაღწია, თან ისე, რომ მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ბრენდან როჯერსის გუნდის საშუალო შედეგიანობა ჯერარდის
გარეშე 2.3 გოლს უდრის, ხოლო ჯერარდთან ერთად - 1.3-ს.

34 წლის ჯერარდმა "ლივერპულის" მაისურით მიმდინარე სეზონში სულ 22 მატჩი ჩაატარა. აქედან გუნდმა 7-ჯერ წააგო და 6-ჯერ ფრედ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი "ლივერპულს" ზაფხულში დატოვებს და "ლოს ანჯელეს გელაქსში" ითამაშებს.

"ენფილდზე" გატარებული 17 წლის განმავლობაში ის "ლივერპულს" 10 ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ჩემპიონთა ლიგის (2004/05) ჩათვლით.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთლად უსნიდისოები არიან, თვითონ თამაშის მოგების უკანალი არ აქვთ სტივს დააბრალეთ ახლა მთელი წლები ზურგით გატარათ, ლამპარდივით უნდა გააკეთოს ამანც პატარა ფოკუსი, ვითომ ამერიკაში მიდის და უცბად ჰოპ და სადმე სიტიში ან მანიუში ამოყოს თავი და ვინაა არაეფექტური ნახავთ მერე : D
ჯერარდის მამიდაშვილი
16:11 06-03-2015
0
მართალი ხარ ჯერარდის მამიდაშვილო
დიტო
16:40 06-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული