პაპის სისეს 7 მატჩიანი, ჯონი ევანს კი 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ნიუკასლის" თავდამსხმელ პაპის სისესა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ ჯონი ევანსს განაჩენი გამოუტანა. სისე 7-მატჩიან, ევანსი კი 6-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.

ფეხბურთელებმა აღნიშნული სასჯელი 4 მარტს, პრემიერლიგის მატჩისას "ნიუკასლსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მომხდარი ინციდენტის გამო დაიმსახურეს. სისემ და ევანსმა ერთმანეთს შეაფურთხეს.

პაპის სისესგან განსხვავებით, ჯონი ევანსი აღნიშნულ სასჯელს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მისი პროტესტი არ დააკმაყოფილა.

ასევე იხილეთ: "მანჩესტერ იუნაიტედი": პოზიტივი, ნეგატივი, ოლდი და იანგი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული