პრემიერლიგა. გადადებული მატჩი: "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით მოიგო

AutoSharing Option
7 მარტს ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი თამაში გაიმართა - ლიგის თასის ფინალის გამო გადმოტანილი მატჩი "ქუინზ პარკსა" და "ტოტენჰემს" შორის.

ლონდონის დერბიში "ტოტენჰემმა" 2:1 იმარჯვა და 50 ქულით მე-6 ადგილზე გადავიდა.

დუბლი შეასრულა "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა და პრემიერლიგაში გოლების რიცხვი 16-მდე გაზარდა. ის მხოლოდ თითო გოლით ჩამორჩება დიეგო კოშტას (ჩელსი) და სერხიო აგუეროს (მანჩესტერ სიტი).

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ძალიან ამაყი ვარ გუნდის თამაშით. ნამდვილი ხასიათი გამოვავლინეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ქპრ კარგად იყებებდა ჩარლზ ოსტინისა და ბობი ზამორას ფიზიკურ მონაცემებს
- ბევრს აწოდებდა საჯარიმოში, მაგრამ ჩვენ ისინი გავანეიტრალეთ.

ძნელია, ჰარი კეინის შესახებ რამე ახალი თქვა. გამოიძახებენ თუ არა ნაკრებში? არ ვიცი, ეს ინგლისის ნაკრების თავკაცის გადასაწყვეტია, მაგრამ "ტოტენჰემში" მისით ძალიან კმაყოფილები ვართ".

ქპრ-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (34), 0:2 კეინი (68), 1:2 სანდრო (75)

1. ჩელსი - 63 ქულა; 2. მანჩესტერ სიტი - 58; 3. არსენალი - 54; 4. მანჩესტერ იუნაიტედი - 53; 5. ლივერპული - 51.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული