დამატებითი ინტრიგა ინგლისის ნაკრების წევრობის კანდიდატების და ორი გამორჩეული გოლეადორის - ჩარლი ოსტინისა და ჰარი კეინის დუელი გახლდათ. კეინმა პირადი დუელიც მოიგო და მთლიანად მატჩიც, ის უკვე პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირობაზე აცხადებს პრეტენზიას.
ამ მატჩში შესრულებული დუბლის მერე ჰარი ერთადერთი ბურთით ჩამორჩება სერხიო აგუეროსა და დიეგო კოშტას. ოსტინმა ამჯერად ვერ გაიტანა, ხოლო ექსტოტენჰემელი სანდროს გოლი ქპრ-ს არ ეყო. სანდრომ დიდი ემოციებით აღნიშვნისგან თავი შეიკავა.
"დეზებმა" მე-6 ადგილზე
"ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ, რადგან ქულა მაინც გვეკუთვნოდა. თანაც, ორ საკამათო მომენტსაც თუ გავითვალისწინებთ. მსაჯებს რთული სამსახური აქვთ და ზოგჯერ ისინი ზედიზედ ცდებიან შენ საზიანოდ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ" - განაცხადა ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრის რემზიმ.
"ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო: "ვამაყობ ჩვენი თამაშით. ხასიათი გამოვავლინეთ და ძლიერ მეტოქეს ვაჯობეთ. როდესაც მეტოქეს ბობი ზამორა და ჩარლი ოსტინი ჰყავს, ადვილი არ არის, მის შეტევებს გაუძლო, მაგრამ ეს მოვახერხეთ. "ფიორენტინასთან" მარცხის მერე მალევე გონს მოსვლა ადვილი არ გახლდათ და ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა".
7 მარტი
ქპრ-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (34), 0:2 კეინი (68), 1:2 სანდრო (75)
ქპრ (4-4-2): გრინი - ონუოჰა, ფერდინანდი, კოლკერი, იუნი - ისლა (71. ჰოილეტი), ჰენრი (88. გრეგო კოქსი), სანდრო (90+3. რაიტ-ფილიპსი), ფილიპსი - ზამორა, ოსტინი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, დევისი - მეისონი, ბენთალები - შადლი (79. ლამელა), ერიკსენი (88. სტამბული), თაუნსენდი (65. დემბელე) - კეინი
გაფრთხილება: ჰენრი - ბენთალები, ლამელა
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 15-12 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 17(6)-13(6) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 17 992
ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
მომდევნო ტური
14 მარტი:
კრ. პალასი-ქპრ, არსენალი-ვესტ ჰემი, ლესტერი-ჰალი, სანდერლენდი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-სტოკი, ბარნლი-სიტი
15 მარტი:
ჩელსი-საუთჰემპტონი, ევერტონი-ნიუკასლი, მანჩესტერი-ტოტენჰემი
16 მარტი:
სუონსი-ლივერპული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"