ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულს" უარი უთხრა

AutoSharing Option
კულუარებში საუბრობენ, რომ "ლივერპულსა" და ჯორდან ჰენდერსონს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. მერსისაიდული გუნდი ყველანაირად ეცდება, რომ კომპრომისული ვარიანტი იპოვოს და ნახევარმცველთან შეთანხმებას მიაღწიოს.

სანდერლენდში დაბადებულ-გაზრდილი ჰენდერსონი ბრენდან როჯერსის ერთ-ერთი საყვარელი კადრია. კაპიტნის სამკლავურიც სწორედ მას უკეთია ხოლმე სტივენ ჯერარდის არყოფნაში და მალე, როდესაც სტივი ჯი გუნდს დატოვებს, ამბობენ, რომ სამკლავურს 24 წლის ნახევარმცველს მოარგებენ სრულფასოვნად.

თუმცა... მიუხედავად ამისა, ჰენდერსონის ჯამაგირი კვირაში სულ რაღაც 15 ათასი გირვანქაა. სხვა მოთამაშეების ხელფასთან შედარებით, ეს მართლაც არაფერია, თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა
სასარგებლოა ჯორდანი თავისი კლუბისთვის.

ამიტომაც "ენფილდის" ბინადართა უფროსობამ ჰენდერსონის ხელფასის საგრძნობლად გაზრდა გადაწყვიტა და მას კვირაში 80 ათასი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელს ეს არ აკმაყოფილებს და 100 ათასს ითხოვს. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი ძალაში კიდევ 18 თვეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული