"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა პირობა დადეს, რომ ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, დენი უელბეკს მოკლავენ.
შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თასის ნახევარფინალში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "არსენალს" მასპინძლობდა, უელბეკმა "მეთოფეებს" გამარჯვების გოლი მოუტანა. საბოლოოდ "არსენალმა" ანგარიშით 2:1 მოიგო.
"წითელი ეშმაკების" ფანებმა კი უელბეკი მოღალატედ შერაცხეს.
"არსენალამდე" უელბეკი სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა და ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია.
მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა რამდენიმე მუქარა მიიღო, ხოლო "ტვიტერში" ფანებმა პირობა დადეს, რომ უელბეკს მოკლავდნენ და მის სიკვდილს იზეიმებდნენ.
ასევე იხილეთ:
ინგლისის ასოციაციის თასი: welbeck-ის well done-ი და come back-ი
17:04 11-03-2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა პირობა დადეს, რომ დენი უელბეკს მოკლავენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შეეძლო მასე ზალიან არ გამოეხატა,და პირიქით როგორ ხდება ხოლმე..მუქარასაც გადარჩებოდა...
0
0
ასე არ უნდა გამოაშტერდეს ადამიანი რომ ფეხბურთის გამო კაცი მოკლა ამიტომაა ცუდი რო აფანატებ გუნდზე ან ფეხბურთელზე... ეს ფეხბურთს არ უხდება ))
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული