ლონდონურ დერბიში "არსენალმა" შანსი არ დაუტოვა "ვესტ ჰემს" - 3:0. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ოლივიე ჟირუმ გახსნა, ეს ფრანგის ზედიზედ მეოთხე მატჩში გატანილი გოლია.
მეორე ტაიმის ბოლოს აარონ რემზიმ და შეცვლაზე შესულმა მატიო ფლამინიმ გაიტანეს.
ამ შეხვედრაში იშვიათი რამ მოხდა - არბიტრმა კირს ფოიმ ტრავმა მიიღო და ის მის ნაცვლად მოედანზე ენტონი ტეილორი გამოვიდა.
არსენ ვენგერი (არსენალი): "თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გატანა გვიჭირდა. მთავარი იყო, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. ჟირუს გოლი ფანტასტიკური იყო, ჩვენ
კიდევ ერთ ლონდონურ დერბიში "კრისტალ პალასმა" ქპრ-ს 3:1 მოუგო. აქ გვინდა წაგებული გუნდის ერთადერთი გოლი გამოვყოთ - შოტლანდიელმა მეტ ფილიპსმა 40 მეტრიდან საოცარი გოლი გაიტანა.
"სანდერლენდი" შინ 0:4 განადგურდა "ასტონ ვილასთან". ამ შეხვედრაში დუბლები შეასრულეს კრისტიან ბენტეკემ და გაბრიელ აგბონლაჰორმა.
მეორე ტაიმი "სანდერლენდმა" 10 კაცით დაიწყო, რადგან სებასტიან ლარსონმა გასახდელიდან გამოსვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. ის მოედანზე კოჭლობით გამოვიდა.
ჯორჯ ბოიდის ერთადერთი გოლის წყალობით, "ბარნლიმ" ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" 1:0 დაამარცხა.
კრისტალ პალასი-ქპრ 3:1
გოლები: 1:0 ზაჰა (21), 2:0 მაკარტური (40), 3:0 უარდი (42), 3:1 ფილიპსი (83)
არსენალი-ვესტ ჰემი 3:0
გოლები: 1:0 ჟირუ (45), 2:0 რემზი (81), 3:0 ფლამინი (84)
ლესტერი-ჰალი 0:0
გაძევება: ჰადლსტოუნი (74. ჰალი)
სანდერლენდი-ასტონ ვილა 0:4
გოლები: 0:1 ბენტეკე (16), 0:2 აგბონლაჰორი (18), 0:3 აგბონლაჰორი (37), 0:4 ბენტეკე (44)
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 1:0
გოლი: ბრაუნი (19)
ბარნლი-სიტი 1:0
გოლი: 1:0 ბოიდი (61)
1. ჩელსი - 63 ქულა; 2. სიტი - 58; 3. არსენალი - 57; 4. იუნაიტედი - 53; 5. ლივერპული - 51.