პრემიერლიგა. XXIX ტური: "ლივერპულმა" სტუმრად "სუონსის" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 მარტს ინგლისის პრემიერლიგის XXIX ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "სუონსიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა. გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - შეხვედრის ერთადერთი გოლი ჯორდან ჰენდერსონმა 68-ე წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით ბრენდან როჯერსის გუნდმა 54 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია გაიმყარა. "სუონსი" 40 ქულით მეცხრე ადგილზეა.

პრემიერლიგა. XXIX ტური
სუონსი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 ჰენდერსონი (68)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნოტონი, ამატი, უილიამსი, ტეილორი - კი (80. დაიერი), კორკი, შელვი - სიგურდსონი (89. ემნესი), რუტლეჯი (73. მონტერო), გომისი
ლივერპული (3-4-3): მინოლე - ჯანი,
შკრტელი, სახო - ლალანა (88. ჯონსონი), ჰენდერსონი, ალენი, მორენო (64. ჯერარდი) - კოუტინიო, სტერლინგი, სტარიჯი
გაფრთხილება: - ჰენდერსონი, სტერლინგი, მორენო
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 13-16 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 10(3)-16(5) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 20 828.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული