ინგლისის ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" იოლად დაჯაბნა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - 3:0. პირველ ტაიმში ანგარიში უილფრიდ ბონიმ გახსნა, ტაიმის ბოლოსკენ ფერნანდომ "სიტის" მე-1000 პრემიერლიგური გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში იოვეტიჩის დარტყმას მიმართულება დავიდ სილვამ შეუცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბირმინგენელებს მატჩის დასაწყისში სულ ტყუილუბრალოდ გაუძევეს ფეხბურთელი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა.
მოიგო "არსენალმაც", რომელმაც სტუმრად 2:1 დაამარცხა "ნიუკასლ იუნაიტედი" დაამარცხა. პირველ ტაიმში ოლივიე ჟირუმ დუბლი შეასრულა, მეორის დასაწყისში მუსა სისოკომ ბრწყინვალე გოლი
არსენ ვენგერი (არსენალი): "ორ კვირაში სამი საგარეო მატჩი გავმართეთ. ამიტომაც ვამაყობ იმ თამაშით, რაც გუნდმა აჩვენა დღეს. ჩვენი მიზანია, ცხრილში, რაც შეიძლება მაღლა დავასრულოთ ასპარეზობა. 60 ქულა უკვე გვაქვს და წინ 8 ტურია.
ბოლო სამ თვეში "არსენალმა" ძალიან ბევრი ქულა დააგროვა, ეს ბრწყინვალე შედეგია".
7-გოლიან თრილერში იმარჯვა "ტოტენჰემმა" აუტსაიდერ "ლესტერთან" - 4:3. ინგლისის ნაკრებში გამოძახება ჰეთ თრიკით აღნიშნა ჰარი კეინმა.
დიკ ადვოკაატის დებიუტი "სანდერლენდში" უიღბლო გამოდგა, მისი გუნდი სტუმრად "ვესტ ჰემთან" 0:1 დამარცხდა.
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 ბონი (27), 2:0 ფერნანდო (40), 3:0 დ. სილვა (77)
გაძევება: მაკოლი (2. ვესტ ბრომვიჩი)
ასტონ ვილა-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 გომისი (87)
ნიუკასლი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ჟირუ (24), 0:2 ჟირუ (28), 1:2 სისოკო (48)
საუთჰემპტონი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 ლონგი (37), 2:0 შეკელი (58 ს. კ.)
სტოკი-კრისტალ პალასი 1:2
გოლები: 1:0 დიუფი (14), 1:1 მარეი (41-პენ), 1:2 ზაჰა (45)
ტოტენჰემი-ლესტერი 4:3
გოლები: 1:0 კეინი (6), 2:0 კეინი (13), 2:1 ვარდი (38), 2:2 მორგანი (50), 3:2 კეინი (64-პენ), 4:2 შლუპი (85 ს. კ.), 4:3 ნაჯენტი (90)
ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 სახო (88)
1. ჩელსი - 64 ქულა; 2. სიტი - 61; 3. არსენალი - 60; 4. იუნაიტედი - 56; 5. ლივერპული - 54.