"არსენალის" მთავარი კერძი - გემრიელი ოლივიე

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" ისევ მოიგო. "მეთოფეები" და მათი ფორვარდი ოლივიე ჟირუ მშვენიერ ფორმაში არიან. ოლივიემ გემრიელი დუბლი შეასრულა და ფრანგმა თავისიანებს 3 ქულა წამოაღებინა "სენტ ჯეიმს პარკიდან". იგი ბოლო პერიოდში აშკარად გუნდის საუკეთესო მოთამაშეა და კრიზისში მყოფ ალექსის სანჩესსაც გაუთანაბრდა პრემიერლიგური გოლებით (13).

მეორე ტაიმი ჯორდებმა ძალიან კარგად ჩაატარეს და არ გაუმართლათ, თორემ ქულას მაინც გამორჩებოდნენ. თავისი ბიჭებით ამაყი ჯონ კარვერის გუნდიდან ერთადერთი გოლი მუსა სისოკომ გაიტანა, რომელმაც კარგი რეკლამა გაიკეთა, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი მსურველი სწორედ "არსენალია".

"ჩვენ ვითამაშეთ მანჩესტერში,
შემდეგ "ვესტ ჰემთან" "ბოლეინ გრაუნდზე" და მონაკოში. ახლაც სტუმრად გვიწევდა თამაში და მოკლე მონაკვეთში ამდენი საგარეო შეხვედრის კვალობაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ. გვსურს, რომ სეზონი, რაც შეიძლება, მაღალ ადგილზე დავასრულოთ. ისევე თუ ვითამაშებთ, როგორც ამას ბოლო 3 თვის განმავლობაში ვაკეთებთ, ბრწყინვალე იქნება. მხოლოდ მოგება, მოგება და მოგება გვსურს" - თქვა არსენ ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული