გულშემატკივრები კვლავ ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მათ საყვარელი გუნდის კალენდარი ზეპირად იციან, "ასტონ ვილას" კი ურთულესი კალენდარი აქვს...
ბირმინგემელებს საგარეო მატჩები "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ტოტენჰემთან", "სიტისთან" და "საუთჰემპტონთან" დარჩათ, ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ამ შეხვედრაში მწვრთნელმა
"ოლდ ტრაფორდზე" მას გაუჭირდება, მაგრამ უშუალო კონკურენტ ქპრ-ს როგორმე უნდა აჯობოს, მერე კი ყოფილ გუნდთან, "ტოტენჰემთან" ელის პრინციპული პაექრობა.
"ძალიან დასანანი იყო მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის გამო წაგება. მას მერე, რაც პოსტზე ვარ, მსგავსი რამ მეორედ დაგვემართა და ეს ყველაზე არასასიამოვნო და მძიმედ გადასატანი დარტყმა გახლდათ.
პირველ ტაიმში "სუონსი" გვჯობდა, მაგრამ მეორე ნახევარში ცუდად არ გამოვიყურებოდით. სამწუხაროდ, დავმარცხდით და ბუნებრივია, გულდაწყვეტა იყო, ღიმილიანი სახეები არ დამინახავს. თუმცა, მთლიანობაში, მორალურადაც უფრო მოვძლიერდით და საბრძოლო განწყობა გვაქვს. ეს წაგება ზედმეტად არ უნდა განვიცადოთ, რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია" - თქვა შერვუდმა.
"ასტონ ვილამ" მე-17 უგოლო მატჩი ჩაატარა სეზონში. ბირმინგემელებს, ყველაზე ცოტა, 19 გოლი აქვთ გატანილი, აქედან 4 მათ ორი ტურის წინ შეაგდეს "სანდერლენდთან". საკუთარ კედლებში კი 15 მატჩში ოდენ 11 ბურთის გატანა მოახერხეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"