ჰოჯსონის თქმით, რუნიმ დიდ ტურნირებზე უნდა გამოიჩინოს თავი და ფინალურ ეტაპზე გაიტანოს მნიშვნელოვანი გოლები. შესაძლოა, ზოგის აზრით, ასეთმა პირდაპირმა განცხადებამ უარყოფითად იმოქმედოს რუნიზე, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ეგებ ჰოჯსონი ამით თავისი ლიდერის კიდევ უფრო მოტივირებას ცდილობს.
მოგეხსენებათ, რომ ჩარლტონთან ერთად ინგლისმა ისტორიაში ერთადერთხელ შეძლო
"იმისთვის, რომ ბობი ჩარლტონის დონეზე ახვიდე, ძალიან წარმატებული უნდა იყო, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე ევროპის ჩემპიონატზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ბობი, ზოგადად, ინგლისის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის ადამიანებიდან ალბათ ვერც ერთს ვერ ნახავთ, ვინც ჩარლტონს სამეულში არ დაასახელებს" - თქვა 67 წლის ჰოჯსონმა.
"თუ რუნი ამ დონეზე ავა და კარიერის დასრულების შემდეგ ასეთი სტატუსი ექნება, ძალიან კარგი, მისთვის ეს ფანტასტიკური იქნება. ჩემთვის ბობი ჩარლტონი პედესტალზეა და ნებისმიერ თანამედროვე ფეხბურთელს დრო და დიდი მიღწევები დასჭირდება იმისთვის, რომ იქ აღმოჩნდეს. თუმცა რუნი უკვე ბრწყინვალე ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ.
ბევრი მოთამაშე არ გვყავს, რომელსაც ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და კაპიტნობდა კიდეც მას. ასე რომ, არ ინერვიულოთ, უეინ რუნი სამუდამოდ ემახსოვრებათ" - განმარტა ჰოჯსონმა.
ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, საშუალო მაჩვენებელს თუ გამოვიყვანთ, ამ მხრივ, საუკეთესო შედეგი ჯიმი გრივზს აქვს და ძნელი წარმოსადგენია, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ეს შედეგი ვინმემ გააუმჯობესოს, მაგრამ უბრალოდ გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ, რუნი წესით, სულ მალე გადავა პირველ ადგილზე. "შრეკის" შემდეგი გაჩერება ტურინია, სადაც ინგლისი დღეს ამხანაგურად გაეჯიბრება იტალიას.
ფეხბურთელი თამაში გოლი
ბობი ჩარლტონი 106 49
გარი ლინეკერი 80 48
უეინ რუნი 102 47
ჯიმი გრივზი 57 44
მაიკლ ოუენი 89 40
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"