ანხელ დი მარიას მაისური პრემიერლიგაში ყველაზე მოთხოვნადია

AutoSharing Option
კომპანია Sports Direct-მა, რომელიც სპორტული ეკიპირების გაყიდვით არის დაკავებული, ინგლისური პრემიერლიგის 10 ყველაზე მოთხოვნადი მაისურის რეიტინგი შეადგინა.

მაისურების გაყიდვებით ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ანხელ დი მარია გახდა (9,59%).

მეორე ადგილზე ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი გავიდა (3,8%), მესამე პოზიციაზე კი ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი დიეგო კოშტაა (2.27%).

ათეულში ასევე მოხვდნენ: დავიდ დე ხეა -"მანჩესტერ იუნაიტედი" (2.16%), ედენ აზარი - ლონდონის "ჩელსი" (2.09%), რადამელ ფალკაო - "მანჩესტერ იუნაიტედი" (1.99%), სტივენ ჯერარდი - "ლივერპული" (1.76%), სერხიო აგუერო - "მანჩესტერ სიტი" (1.46%) და რობინ
ვან პერსი - "მანჩესტერ იუნაიტედი" (1.2%).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული