პრემიერლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ინგლისური პრემიერლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მარტის საუკეთესო მწვრთნელად კი "მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი დასახელდა.

მარტში ლონდონელებმა ოთხ მატჩში ოთხი გამარჯვება მოიპოვეს. "არსენალი" ამჟამად სატურნირო ცხრილში 60 ქულით მესამე ადგილზეა. ჟირუმ კი გასულ თვეს 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ვენგერი თვის საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში უკვე მეთოთხმეტედ დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული