23 წლის უილშირი ცოტა ტრავმებით კი არის გაწამებული და ხასიათიც ყველაზე რბილი ვერ აქვს, მაგრამ ალბათ ნებისმიერი გუნდი სიამოვნებით იყოლიებდა თავის რიგებში ასეთ ტალანტს და გამონაკლისი არც "სიტია". რაც შეეხება ჰენდერსონს, მის გარშემო ძალიან ბევრი საუბარია და მარაქაში "ქალაქელებიც" გაერივნენ მას მერე, რაც გაიგეს, რომ 24 წლის ნახევარმცველი "ლივერპულთან" კონტრაქტს არ
სანამ პელეგრინი გეგმებს აწყობს, ჟურნალ-გაზეთები იმასაც იწერებიან, ზაფხულში ჩილელსაც გაუშვებენ "ეტიჰადიდან" და მას აღმასრულებელ დირექტორს, ფერან სორიანოსაც მიაყოლებენ და დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინსაცო. თუმცა, სათქმელია ისიც, რომ პელეგრინის კლუბის აქციონერთა და ხელმძღვანელთა გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა აქვს და ერთი სიტყვით, ჩახლართული სიტუაციაა.
ყოველი შემთხვევისთვის გვამცნობენ იმასაც, თუ ვინ არის ფავორიტი "ქალაქელების" თავკაცის პოსტზე მოსვლისა, 61 წლის სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში - ხოსეპ გვარდიოლა. თუ პეპი მიუნხენის "ბაიერნიდან" წამოსვლას არ ისურვებს, შესაძლოა, მანჩესტერელთა ბოსებმა გუნდის რაფაელ ბენიტესისთვის მიბარება გადაწყვიტონ, რომელიც დიდი შანსია, "ნაპოლიში" ბოლო სეზონს ატარებდეს.
54 წლის ესპანელით "ვესტ ჰემიც" დაინტერესებულია, რადგან "ჩაქუჩების" ახლანდელ თავკაც სემ ალარდაისს ძალიან კარგი პერიოდის მერე სერიოზული კრიზისი დაუდგა.
დაბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ შესაძლოა, სამირ ნასრის კარიერაც დასასრულს უახლოვდება "სიტის" რიგებში. შეგახსენებთ, რომ ფრანგი "ლესტერთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რის გამოც ძალიან განაწყენდა და სერიოზულადაც უჩხუბია. იგი "ეტიჰადიდან" მატჩის დამთავრებამდე წავიდა და შეხვედრას თვალი აღარც მიადევნა.
სასწრაფოდვე გაჩნდა ცნობა, რომ "სიტი" მზად არის, ტურინის "იუვენტუსს" პოლ პოგბას ნაცვლად ნასრი და ედინ ჯეკო დაუთმოს და ფულიც დაუმატოსო. წარსულში ტურინელები სტევან იოვეტიჩითა და ალექსანდრ კოლაროვითაც იყვნენ დაინტერესებულნი. პოგბა "ქალაქელებს" იაია ტურეს შემცვლელად ესახებათ, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგს ძალიან ბევრი და "სიტიზე" არანაკლებ შეძლებული მსურველები ჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"