ბლექბერნი-ლივერპული 0:1 - მერსისაიდელები თასის ნახევარფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აპრილს ინგლისის თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბლექბერნმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1 (პირველი მატჩი 0:0).

სტუმრად მოპოვებული გამარჯვების წყალობით "ლივერპული" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. მატჩი 19 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება "ივუდ პარკზე" გამართულ შეხვედრას, ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გაიტანა.

ინგლისის თასის მეორე 1/2-ფინალში ერთმანეთს "რედინგი" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული