პრემიერლიგა. XXXII ტური: "არსენალი" "ჩელსის" მიუახლოვდა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ლონდონის "ტოტენჰემი" მოულოდნელად შინ დამარცხდა "ასტონ ვილასთან" - 0:1. შეგახსენებთ, რომ ბირმინგემელთა თავკაცი ტიმ შერვუდი ადრე სწორედ "ტოტენჰემს" წვრთნიდა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბელგიელმა ფორვარდმა კრისტიან ბენტეკემ გაიტანა.

"კრისტალ პალასმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა დიკ ადვოკაატის "სანდერლენდი", ჰეთ-თრიკი შეასრულა იანიკ ბოლასიემ. საამისოდ მას 11 წუთი ეყო, რაც პრემიერლიგის ისტორიაში მერვე შედეგია. ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი კი რობი ფაულერია.

ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ბარნლის" და სანამ "ჩელსი" თავის მატჩს ითამაშებს, ლიდერს
4 ქულამდე მიუახლოვდა. "არსენალს" სამი ქულა მე-12 წუთზე უელსელმა აარონ რემზიმ მოუტანა.

არსენ ვენგერი (არსენალი): "ბარნლი" ძალიან ორგანიზებული გუნდია, ამიტომ ბევრი ბრძოლა მოგვიწია. როცა ასეთ გუნდს ხვდები, 90 წუთის განმავლობაში არც ერთხელ არ შეიძლება გაჩერება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველად გატანა. ვფიქრობ, დღეს მაინც ჩვენ უფრო დავიმსახურეთ გამარჯვება. არა მგონია, "ჩელსისთან" თამაში გადამწყვეტი გამოდგეს, მათ ორი მატჩი რეზერვში აქვთ".

12 აპრილს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია - "იუნაიტედი" "სიტის" მასპინძლობს.

სუონსი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ლენონი (41), 1:1 შელვი (69-პენ)

საუთჰემპტონი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 უარდ-პროუსი (56-პენ), 2:0 პელე (81)

სანდერლენდი-კრისტალ პალასი 1:4
გოლები: 0:1 მარეი (48), 0:2 ბოლასიე (51), 0:3 ბოლასიე (53), 0:4 ბოლასიე (62), 1:4 უიქჰემი (90)

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 0:1
გოლი: 0:1 ბენტეკე (35)
გაძევება: სანჩესი (94. ასტონ ვილა)

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 2:3
გოლები: 1:0 დ. ფლეტჩერი (8), 1:1 ნიუჯენტი (20), 2:1 გარდნერი (26), 2:2 ჰუთი (80), 2:3 ვარდი (91)

ვესტ ჰემი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 კრესველი (7), 1:1 არნაუტოვიჩი (95)

ბარნლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 რემზი (12)

ქპრ-ჩელსი 0:1

გოლი: 01: სესკ ფაბრეგასი (88)

იუნაიტედი-სიტი 4:2

გოლები: 0:1 სერხიო აგუერო (8), 1:1 ეშლი იანგი (14), 2:1 მარუან ფელაინი (27), 3:1 ხუან მატა (67), 4:1 კრის სმოლინგი (73), 4:2 სერხიო აგუერო (89)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული