00:46 19-04-2015
პრემიერლიგა. XXXIII ტური: "ჩელსის" "მანჩესტერთან" ედენ აზარმა მოაგებინა [VIDEO]
AutoSharing Option
ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ლიდერმა "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში ოსკარის ქუსლური პასით ბელგიელმა ედენ აზარმა ორ მცველს შორის გაირბინა და შემდეგ დავიდ დე ხეას ბურთი ფეხებს შუა გაუძვრინა.
"ყოველთვის სასიხარულოა "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება. ახლა ჩვენ 2-3 მოგება გვჭირდება მიზნის მისაღწევად. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა და შესაძლოა, გაგვიმართლა, რომ პირველ ტაიმში გავიტანეთ. დღეს მე ვცდილობდი, რაიმე განსაკუთრებული გამეკეთებინა და ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მატჩის გმირმა.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "კი გაგვიჭირდა, მაგრამ არც ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ. "ჩელსი" მზად იყო ასეთი თამაშისთვის და თან ჩვენც ზუსტად ეს გვინდოდა. "მანჩესტერის" წინააღმდეგ ასე უნდა ითამაშო - არ მისცე მათ გარემარბებს ჩაწოდების საშუალება, თვალყური არ მოარიდო ფელაინის, შუა ხაზში დახეული რუნი კართან ახლოს არ უნდა მოუშვა და არაფრით არ უნდა დაჯარიმდე საჯარიმოს სიახლოვეს, რადგან მათ ჯარიმების სამი სპეციალისტი ჰყავთ. ამიტომ ჩვენ კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, ჩვენ თითქმის ჩემპიონები ვართ. მაგრამ ფეხბურთს არ უყვარს სიტყვა "თითქმის". 8 ქულაც უნდა მოვიპოვოთ და ჩემპიონები ვართ".
ლუი ვან გაალი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ჩემი აზრით, "მანჩესტერმა" ამ სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. ეფექტიანობა დაგვაკლდა მიზნამდე. არადა, პირველ ტაიმში გატანის სამი შანსი გვქონდა, მეორეში - რვა. ეს მაშინ, როცა "ჩელსი" დაცვაში თამაშის დიდოსტატია.
სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია, რონალდ კუმანის "საუთჰემტონის" მარცხი სტუმრად "სტოკთან" - 1:2. არადა, თავიდან "წმინდანები" იგებდნენ მორგან შნედერლინის გოლით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. "სტოკს" გამარჯვება ჩარლი ადამმა მოუტანა.
ლივერპულში "ევერტონმა" 1:0 მოუგო "ბარნლის", რომელმაც ერთი ტაიმი ათი კაცით ითამაშა. ამ შეხვედრის გმირიც ბელგიელი იყო - პირველ ტაიმში შეხვედრის ერთადერთი გოლი კევინ მირალასმა გაიტანა, მანამდე პენალტი ვერ გაიტანა როს ბარკლიმ.
კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 0:2
გოლები: 0:1 მორისონი (2), 0:2 გარდნერი (53)
ევერტონი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 მირალასი (29)
გაძევება: ბარნსი (45. ბარნლი)
შენიშვნა: ბარკლიმ (ევერტონი) ვერ გაიტანა პენალტი (11)
ლესტერი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 ულოა (15), 2:0 კინგი (89)
სტოკი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 0:1 შნედერლინი (22), 1:1 დიუფი (47), 2:1 ადამი (84)
ჩელსი-მანჩესტერი 1:0
გოლი: 1:0 აზარი (38)
1. ჩელსი - 76 ქულა; 2. არსენალი - 66; 3. მანჩესტერი - 65; 4. სიტი - 61; 5. ლივერპული - 57.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული