ლონდონის "არსენალი" სამუშაოდ ოლიმპიურ ჩემპიონს აიყვანს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" სამსახურში ოლიმპიური ჩემპიონის აყვანას გეგმავს.

ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი 200 და 400 მეტრ დისტანციაზე სირბილში მაიკლ ჯონსონი "მეთოფეთა" ახალგაზრდულ გუნდთან იმუშავებს.

"საუბარია ათლეტების კომპლექსურ მომზადებაზე, რომელთა ასაკი 7-8-დან 18 წლამდე იქნება. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან არ ვიმუშავებთ. ჩვენი მუშაობა ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადებაზეა სპეციალიზებული და ამ საქმეში ექსპერტები ვართ", - განაცხადა ჯონსონმა.

2012 წელს ჯონსონი, როცა ის სკოლაში სირბილის ტექნიკაზე მუშაობდა, ლონდონურ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის ფიზიკურ მომზადებაში დაეხმარა.

გარდა 4 ოლიმპიური ოქროს მედლისა, რომელიც მან 19
92-2000 წლებში მოიპოვა, ამერიკელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 9 მოპოვებული მედალიც გააჩნია.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული