The Independent: "ტოტენჰემი" 9 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ერთბაშად 9 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.

"დეზებს" დაშორება რობერტო სოლდადოსთან და ემანუელ ადებაიორთანაც აქვთ დაგეგმილი.

გარდა ამისა, ტრანსფერზე შემდეგი ფეხბურთელები დადგებიან: იუნეს კაბული, ეტიენ კაპუ, პაულინიო, მუსა დემბელე და აარონ ლელონი.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ასევე ვლად კირიკეშისა და ბენჯამი სტამბულის საკითხი.

The Independent-ის ვერსიით, ფეხბურთელთა საბოლოო სია, რომლებიც ტრანსფერზე დადგებიან, კლუბის ხელმძღვანელობისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შეხვედრაზე გაირკვევა.

წყაროს ცნობით, "ტოტენჰემი" ფეხბურთელების ტრანსფერებისგან 125 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული