საინტერესოა, რომ "საუთჰემპტონი", რომელსაც ეს ორი წელია დიდი წარმატებები აქვს, ამ სიაში მხოლოდ მე-16, ხოლო "ქუინზ პარკ რეინჯერსი", რომელიც 2013/14 წლების სეზონში ჯერ კიდევ ჩემპიონშიპში გახლდათ, საპატიო მე-8 ადგილს იკავებს, არადა, უფრო მნიშვნელოვან და მთავარ ცხრილში გუნდი ისევ გასავარდნ ზონაშია...
1. იუნაიტედი 215,8 მლნ. ფუნტი
2. სიტი 205
3. ჩელსი 192,7
4. არსენალი 166,4
5. ლივერპული 144
6. ტოტენჰემი 100,4
8. ქპრ 75,3
9. სანდერლენდი 69,5
10. ევერტონი 69,3
11. ასტონ ვილა 69,3
12. ვესტ ბრომვიჩი 65,4
13. ვესტ ჰემი 63,9
14. სუონსი 62,3
15. სტოკი 60,6
16. საუთჰემპტონი 55,2
17. კრ. პალასი 45,7
18. ჰალი 43,3
19. ლესტერი 36,3
20. ბარნლი 21,5
პრემიერლიგის სოციალური პოპულარობა
გამოცემა "დეილი მეილმა" საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა - მსოფლიოში სოციალურ ქსელებში პრემიერლიგის გუნდების ქომაგების რაოდენობა დათვალა "გამომწერებისა" და "მიმდევრების" რაოდენობის მიხედვით.გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული გუნდი "ლივერპულია", რომელსაც "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მისდევენ.
უშუალოდ ინგლისის დედაქალაქ ლონდონში "არსენალი" დომინირებს, "მეთოფეები" "ჩელსისა" და "ტოტენჰემს" უსწრებენ, რომლებიც სამეულში გვხვდებიან.
აზიაში დიდი პოპულარობით "მანჩესტერ იუნაიტედი" სარგებლობს, განსაკუთრებით, ინდოეთსა და პაკისტანში. ერთი ტაილანდში ჰყავს უფრო მეტი ქომაგი "ლივერპულს", ხოლო იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში უფრო "არსენალის" მოყვარულებს ვხვდებით.
არსენ ვენგერის "მეთოფეთა" არმია მოწინავე კლუბია სამხრეთ ამერიკაშიც. აი, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, რუსეთში, "ჩელსი" ლიდერობს. "ლურჯები" ჩრდილოეთ ამერიკაშიც პირველზე არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"