მაიკლ ოუენი: ბრენდან როჯერსს "ლივერპულში" კიდევ ერთი წელი მაინც ეკუთვნის

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდა მაიკლ ოუენი ამბობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ბრენდან როჯერსს ნდობა უნდა გამოუცხადოს და კიდევ ერთი წელი მაინც აცადოს.

"ბრენდანზე ახლა ზეწოლაა, ეს ფაქტია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას მეტი დრო სჭირდება და კიდევ ერთი წელი უნდა მისცენ.

არ დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 12 თვის წინ "ლივერპული" როჯერსის ხელში ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობდა. ფანები "ენფილდზე" დიდი სიამოვნებით მიდიოდნენ და მატჩებისგან სიამოვნებას იღებდნენ.

ვიცით, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგას და ტიტულებს იგებდა, მაგრამ ის უკეთესი დრო და გუნდი იყო, სხვადასხვა მიზეზის გამო. მაშინ
გუნდის ქომაგობაც უფრო ადვილი იყო. ისინი ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში იყვნენ და ერთმა უიღბლობამ ხელი შეუშალათ.

ვფიქრობ, როჯერსი კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს მაინც იმსახურებს. მიმდინარე პრემიერლიგა "ლივერპულს" დიდად წარმატებული არ გამოსდის, მაგრამ ამას ბევრი მიზეზი აქვს. გუნდი უფრო რთულ მდგომარეობაშიც ყოფილა როჯერსის მოსვლამდე და ამიტომ ბრენდანს კიდევ ერთი წელი მაინც ეკუთვნის", - აღნიშნა ოუენმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული