დანიელ სტარიჯმა სეზონი დაასრულა?

AutoSharing Option
დანიელ სტარიჯმა, შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს. ეს "ლივერპულს" ისედაც რთულ ამოცანას კიდევ უფრო ურთულებს. 25 წლის თავდამსხმელს ძალიან პრობლემური სეზონი გამოსდის, ტრავმების გამო მას დიდი ნაწილი გაუცდა და ახლაც მის დაბრუნებას ახლო მომავალში ელოდებოდნენ, მაგრამ...

"ვნახოთ, როდის მოახერხებს ის დაბრუნებას, სეზონის ბოლომდე თუ უფრო მოგვიანებით, როდესაც უკვე ახალი სეზონისთვის დავიწყებთ მზადებას. ეს დანიელისთვის ძალიან მძიმე სეზონია. ის ბრწყინვალე მოთამაშეა და ძალიან უნდა თამაში და გუნდის დახმარება. ეს ერთ-ერთი ისეთი სეზონია, როდესაც ყველაფერი შენ საწინააღმდეგოდაა. სტარიჯს ძალიან არ გაუმართლა.

მაქსიმალურად
ვცდილობთ, მისი ტრავმა დროულად მოვაშუშოთ. იგი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ძალიან გვინდა, რომ მინდორზე გვყავდეს. როდესაც ის ჯანმრთელად იყო, გუნდისთვის საოცრად პროდუქტიული გახლდათ და გვსურს, რომ სწრაფად დაბრუნდეს და სტაბილურად თამაში შეძლოს" - აღნიშნა ჩრდილოირლანდიელმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.

სტარიჯმა ამ სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. წინაში კი 24 გოლი შემოგვთავაზა 33 მატჩში. ტრავმიანობის გამო ის ინგლისის ნაკრებსაც ძალიან დააკლდა და ამის გამო როი ჰოჯსონიც უკმაყოფილო იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული