"სიტიმ" წინა ტურში "ასტონ ვილას" კი მოუგო 3:2, მაგრამ ისევ ძალიან არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და თავისუფლად შეიძლებოდა, ის შეხვედრა წაეგო, ფერნანდინიოს მიერ მატჩის მიწურულს გატანილ ბურთამდე სულ ცოტა ხნით ადრე მსაჯს რომ "ქალაქელების" სასარგებლოდ
"ბირმინგემელებთან კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გაგვითანაბრეს, ბოლო 5 წუთში ბიჭების ბრძოლითა და შემართებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შედეგი ყოველთვის მთავარი და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც თამაშის ხარისხი, მაგრამ მომავალ შეხვედრებში უფრო ყურადღებით ვუნდა ვიყოთ და იგივე შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, მეტოქეს ამდენის საშუალება არ უნდა მივცეთ, რამდენისაც "ასტონ ვილას" მივეცით" - თქვა პელეგრინიმ.
მწვრთნელის გარდა, "სიტიდან" არაერთი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზეა საუბარი და ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, იაია ტურეც იყოს, რომლის დაკარგვაც მანჩესტერელებს არ უნდათ. თავად კოტდივუარელი უკვე აღარ მალავს, რომ ამაზე ფიქრობს, მაგრამ ისიც აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღიაო.
ტურემ ახსენა, რომ ახალი გამოწვევა სურს, თორემ ფული მთავარი არ არის და არაფერ შუაშიაო. მას ყველაზე აქტიურად მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ, რომელსაც "სიტის" ექსთავკაცი რობერტო მანჩინი წვრთნის. თუმცა ბოლო დროს "პარი სენ-ჟერმენიც" დაინტერესებული ჩანს, რომელსაც იაიამ "დიდებული კლუბი" უწოდა.
"შესაძლოა, ახალი გამოწვევა "სიტიც" იყოს და ფეხბურთელებისთვის სიახლის შეთავაზება და მათი ახლებურად მოტივირება ჩვენც გვსურს. გუნდს დიდი გეგმები აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ იაია აქ თავს ბედნიერად გრძნობს" - დასძინა პელეგრინიმ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად 31 წლის ტურე "ქალაქელთა" ბანაკში 2010 წელს გადავიდა 24 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის გაჩემპიონებაში, როგორც 2012, ასევე 2014 წელს.
სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებ მატჩში "სიტიმ" ტურე ტრავმის გამო 2 კვირით დაკარგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"