ამ ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს, რომლის ცნობით, კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მომგები პორტუგალიელის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.
ამჟამინდელი კონტრაქტი მოურინიოს ლონდონურ კლუბთან 2017 წლამდე აკავშირებს. სავარაუდოდ, პორტუგალიელს კონტრაქტის 2019 წლამდე გახანგრძლივებას, 12 მლნ ფუნტის ხელფასის გათვალისწინებით შესთავაზებენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება ამ მიმართულებით ადრე დაიწყო, თუმცა დროებით შეწყვეტილი იმის გამო იყო, რომ გუნდსაც და სამწვრთნელო შტაბსაც მთელი ყურადღება საჩემპიონო ტიტულის მოგებისკენ ჰქონდათ მიმართული.