ინგლისის პრემიერლიგა: რა ხდება ფსკერზე

AutoSharing Option
ჯონ კარვერი "ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება. ფანები მწვრთნელის მოხსნასაც ითხოვენ და უფრო მეტად პრეზიდენტის, მაიკ ეშლის გადადგომას ეშურებიან, მაგრამ ეშლი არც კარვერის გაშვებას აპირებს და მით უმეტეს, არც თავადაა სადმე წამსვლელი.

თუმცა ბრიტანული პრესა გვაუწყებს, რომ "კაჭკაჭები" კიდევ ერთხელ შეეხმიანენ სტივ მაკლარენს და მას "სენტ ჯეიმს პარკზე" გადაბარგება შესთავაზეს, ბოლო სამი ტურითაც და სამომავლოდაც, მაგრამ "დერბი ქაუნთის" თავკაცს ამ წინადადებისგან თავი შორს დაუჭერია.

მაკლარენს სხვა მსურველებიც ჰყავს და შესაძლოა, მომავალ სეზონში მაინც ვიხილოთ პრემიერლიგაში, მაგრამ ჯორდების პერსპექტივა, როგორც
ჩანს, არ ხიბლავს. მისმა "დერბიმ" კი თითქოს, განგებ აირიდა პრემიერლიგაში თამაშის შესაძლებლობა, რადგან ბოლო 13 შეხვედრაში "ცხვრებმა" მხოლოდ 2 მოიგეს და პლეი ოფის ზონაშიც კი ვეღარ მოხვდნენ.

მაკლარენის უარის მერე კი ნიუკასლელთა უფროსობამ გადაწყვიტა, რომ ისევ კარვერზე დაყრდნობა სჯობს და განცხადებებიც გაკეთდა, ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და გამოსავალი ვიპოვოთო.

"ნიუკასლმა" ზედიზედ 8 მატჩი წააგო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ჯორდები ისე უსუსურად გამოიყურებიან, რომ ბევრის აზრით, გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატებად იქცნენ. მათდა ბედად, ქპრ და "ბარნლი" საგრძნობლად ჩამორჩნენ და კიდევ მხოლოდ ერთი "ვაკანტური ადგილი" რჩება.

რეალურად თუ ვიტყვით და თეორიულ შესაძლებლობებს თავს დავანებებთ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმაც" გაინაღდა დარჩენა "ოლდ ტრაფორდზე" მოგების შემდეგ და გადარჩენისთვის ახლა 7 გუნდი იბრძვის. შეგვიძლია თვალი გადავავლოთ მათ კალენდარს და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

გუნდი თ ბ ქ
ასტონ ვილა 35 -21 35
ნიუკასლი 35 -24 35
ლესტერი 35 -15 34
ჰალი 35 -15 34
----------------------------------------
სანდერლენდი 34 -22 33
ქპრ35 -22 27
ბარნლი 35 -27 26

ნიუკასლი
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი
ქპრ-ნიუკასლი
ნიუკასლი-ვესტ ჰემი

ასტონ ვილა
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა
ასტონ ვილა-ბარნლი

ლესტერი
ლესტერი-საუთჰემპტონი
სანდერლენდი-ლესტერი
ლესტერი-ქპრ

ჰალი
ჰალი-ბარნლი
ტოტენჰემი-ჰალი
ჰალი-მანჩესტერი

სანდერლენდი
ევერტონი-სანდერლენდი
სანდერლენდი-ლესტერი
არსენალი-სანდერლენდი
ჩელსი-სანდერლენდი

ქპრ
სიტი-ქპრ
ქპრ-ნიუკასლი
ლესტერი-ქპრ

ბარნლი
ჰალი-ბარნლი
ბარნლი-სტოკი
ასტონ ვილა-ბარნლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული