ტაქტიკაში დაკარგულები - როგორ დასცინიან "იუნაიტედს" სოციალურ ქსელებში

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარშემო ხუმრობები გრძელდება. 2001 წლის მერე პირველად, "წითელმა ეშმაკებმა" მიყოლებით სამი მარცხი განიცადეს პრემიერლიგაში და თანაც, გოლიც ვერ გაიტანეს, რაც ასევე ძალიან იშვიათი შემთხვევაა და "მანჩესტერს" 1989 წლის შემდეგ არ დამართნია.

"ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ პენალტი ვერ გამოიყენა და გაბრაზებულმა ლუი ვან გაალმაც, თავისი სისტემის მიხედვით, თანამემამულეს თერთმეტმეტრიანების დარტყმის უფლება ჩამოართვა. ვან გაალს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გადაიბარებს პენალტების დარტყმას. ის წრეზე მიდის და პირველ აცილებამდე პრინციპი აქვს, რადგან აღნიშნა, რომ პენალტებს ისევ უეინ რუნი არ
შეასრულებს, ახლა ცხრილის ბოლოში ვან პერსია, მის წინ კი რუნიო.

ინტერნეტსივრცეში კი ფანები თუ კრიტიკოს-ექსპერტები "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების გარშემო ხუმრობებს არ იშურებენ.

თავისივე ტაქტიკურ ხლართებსა და ექსპერიმენტებში "დაკარგულ" ვან გაალს დასცინიან იმაზე, რომ ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ამაყობს ხოლმე და ისიც შეახსენეს, რომ "რეალში" განათხოვრებულმა ხავიერ ერნანდესმა 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ზუსტად იმის პარალელურად, როდესაც მთელმა "მანჩესტერმა" სამი უგოლო თამაში ჩაატარა.

რამდენად მოიფიქრებს ლუი ჩიჩარიტოს დაბრუნებას და რამდენად აპირებს მის შენარჩუნებასა და მექსიკელზე დაყრდნობას, ჯერ უცნობია, ისევე, როგორც ის, დარჩება თუ არა რადამელ ფალკაო და წავა თუ არა ვან პერსი.

ბოლო ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" უფრო ფალკაოს გამოსყიდვა-შენარჩუნებისკენ იხრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტალიზატორის ნოტებზე აწყობილი მორბენალი პრეზერვატივების ჯოგი. ტაქტიკოსი გ....... მეთაურობით.
???.......
17:28 07-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული