"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია "კრისტალ პალასის" სტუმრად ძლევით დაასრულა - 2:1. ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი მე-19 წუთზე ხუან მატამ შეასრულა და "იუნაიტედი" დააწინაურა, მაგრამ 57-ე წუთზე ჯეისონ პანჩეონმა გაათანაბრა. სამი ქულა "წითელ ეშმაკებს" ბელგიელმა მარუან ფელაინიმ მოუტანა.
მოედნიდან საკაცით გაყვანეს "იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ, როგორც ჩანს, მისი ტრავმა სერიოზულია.
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. დღეს მთავარი იყო მოგება ნებისმიერი მეთოდით.
მართალია, "ბარნლიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "ჰალ სიტის", პრემიერლიგიდან გავარდა.
ევერტონი-სანდერლენდი 0:2
გოლები: 0:1 გრემი (53), 0:2 დეფო (85)
ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 კლევერლი (31)
ჰალი-ბარნლი 0:1
გოლი: 0:1 ინგსი (62)
ლესტერი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 მარეზი (7), 2:0 მარეზი (19)
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ანიჩებე (32), 1:1 პერესი (41)
სტოკი-ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 ადამი (21), 2:0 ნზონზი (32), 3:0 დიუფი (86)
გაძევება: კირიკეში (51. ტოტენჰემი)
კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 მატა (19-პენ), 1:1 პანჩეონი (57), 1:2 ფელაინი (78)
1. ჩელსი 83 ქულა; 2. სიტი - 70; 3. არსენალი - 70; 4. მანჩესტერი - 68; 5. ლივერპული - 61.