პრემიერლიგა. XXXVI ტური: ვან გაალი - "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
9 მაისს ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია "კრისტალ პალასის" სტუმრად ძლევით დაასრულა - 2:1. ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი მე-19 წუთზე ხუან მატამ შეასრულა და "იუნაიტედი" დააწინაურა, მაგრამ 57-ე წუთზე ჯეისონ პანჩეონმა გაათანაბრა. სამი ქულა "წითელ ეშმაკებს" ბელგიელმა მარუან ფელაინიმ მოუტანა.

მოედნიდან საკაცით გაყვანეს "იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ, როგორც ჩანს, მისი ტრავმა სერიოზულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. დღეს მთავარი იყო მოგება ნებისმიერი მეთოდით.
ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. ლუკ შოუს ტრავმის გამო მოედნიდან რუნის გაყვანა მომიწია. დე ხეა მთელი სეზონია გშველის გიჟური "სეივებით", დღეს არ იყო გამონაკლისი, 1:1-ზე რა ბურთი აიღო!"

მართალია, "ბარნლიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "ჰალ სიტის", პრემიერლიგიდან გავარდა.

ევერტონი-სანდერლენდი 0:2
გოლები: 0:1 გრემი (53), 0:2 დეფო (85)

ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 1:0
გოლი: 1:0 კლევერლი (31)

ჰალი-ბარნლი 0:1
გოლი: 0:1 ინგსი (62)

ლესტერი-საუთჰემპტონი 2:0
გოლები: 1:0 მარეზი (7), 2:0 მარეზი (19)

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 ანიჩებე (32), 1:1 პერესი (41)

სტოკი-ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 ადამი (21), 2:0 ნზონზი (32), 3:0 დიუფი (86)
გაძევება: კირიკეში (51. ტოტენჰემი)

კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 მატა (19-პენ), 1:1 პანჩეონი (57), 1:2 ფელაინი (78)

1. ჩელსი 83 ქულა; 2. სიტი - 70; 3. არსენალი - 70; 4. მანჩესტერი - 68; 5. ლივერპული - 61.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული