სტივენ ჯერარდი: ლონდონის "ჩელსის" ფანებს კარგს არაფერს ვუსურვებ

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ლონდონის "ჩელსისთან" (1:1) მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ქომაგების საქციელზე კომენტარი გააკეთა.

ჯერარდი მოედნიდან გასვლის დროს "ლურჯების" ქომაგებმა ოვაციებით გააცილეს, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში ინგლისელმა ფეხბურთელმა არაერთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი მოისმინა.

გარდა ამისა, "ჩელსის" ფანებმა პლაკატების მეშვეობით გასული წლის "საბედისწერო დაცემა" გაახსენეს, რომელიც მაშინ "ლივერპულს" პრემიერლიგაში ოქროს მედლების დაკარგვის ფასად დაუჯდა.

Sportall.Ge

"უფრო მეტად გახარებული ვიყავი "ლივერპულის" გულშემატკივრების ოვაციებით. "ჩელსის" ფანებმა ჩემ მიმართ პატივისცემა რამდენიმე წამის განმავლობაში გამოხატეს. სამაგიეროდ, მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ამიტომ მათ კარგს არაფერს ვუსურვებ.

მათი მხრიდან კარგი იქნებოდა, ერთხელ მაინც წამომდგარიყვნენ ფეხზე. როცა ოვაციებს ფეხზე წამომდგარი ქომაგებისგან იღებ, ეს ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ სინამდვილეში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ლივერპულის" ფანების მხარდაჭერაა, რომლებიც ჩემთან პირველივე დღიდან არიან", - თქვა ჯერარდმა Sky Sports-თან საუბარში.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXXVI ტური: საჩემპიონო დერეფანი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რა სტივენ მანჩესტერში უკეთესად გექცევიან? თამაშის განმავლობაში დაგისტვენდნენ აბ რა იქნებოდა...პირველად ხდება მსგავსი რამ???
onise
15:39 11-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული