ლონდონის "არსენალმა" 11 წლის ბიჭუნაში 10 ათასი ფუნტი გადაიხადა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" მოიგო ბრძილა 11 წლის ფეხბურთელის ჩარლი პატინოს გადაბირებისთვის, რომელიც აქამდე "ლუტონ თაუნში" ირიცხებოდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ქალაქ ლუტონის მკვიდრს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ისეთი კლუბები იწვევდნენ, როგორებიც "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ სიტია". ლონდონელ "მეთოფეთა" სასარგებლოდ პატინოს არჩევანზე კი გავლენა იმ ფაქტმა იქონია, რომ "არსენალის" ბაზა მის სახლთან ახლოსაა. ამასთან, კლუბმა ოჯახს პირობა მისცა, რომ ბიჭუნა მომავალ სეზონში სწორედ ლონდონის "არსენალში" ითამაშებს.

"ლუტონ თაუნი" ვუნდერკინდის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, 10 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული