ქალაქ ლუტონის მკვიდრს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ისეთი კლუბები იწვევდნენ, როგორებიც "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ სიტია". ლონდონელ "მეთოფეთა" სასარგებლოდ პატინოს არჩევანზე კი გავლენა იმ ფაქტმა იქონია, რომ "არსენალის" ბაზა მის სახლთან ახლოსაა. ამასთან, კლუბმა ოჯახს პირობა მისცა, რომ ბიჭუნა მომავალ სეზონში სწორედ ლონდონის "არსენალში" ითამაშებს.
"ლუტონ თაუნი" ვუნდერკინდის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, 10 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.