პრემიერლიგა. XXXVII ტური: ლეგენდა "ენფილდს" დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
* სტივენ ჯერარდმა უკანასკნელად ითამაშა "ენფილდზე" "ლივერპულის" მაისურით.
* სადიო მანემ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა - ჰეთ-თრიკი 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა. წინა რეკორდი რობი ფაულერს ეკუთვნოდა - 4 წუთი და 33 წამი.
* იაია ტურემ პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა და ძალიან დაძაბულიც გამოდგა. "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირატესობას ფლობდა და იგებდა კიდეც. 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" "არსენალის" გადასწრებისა და მესამე ადგილზე გასვლის რეალურ შანსს იღებდნენ, მაგრამ "მეთოფეებს" გაუმართლათ, თეო უოლკოტის პასის მერე ტეილორ
ბლეკეტმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

მანჩესტერელებს მესამეზე გადასვლის სულ მცირე შანსი კიდევ აქვთ, მაგრამ შეიძლება ისეც გამოვიდეს, რომ ბოლო ტურში ისინი უმოტივაციოდ დარჩნენ, თუ არსენ ვენგერი შუა კვირაში "სანდერლენდთან" გადადებულ მატჩს მოიგებს.

მანჩესტერელებისთვის ცუდი მოხდა ისიც, რომ დავიდ დე ხეა დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. შესაბამისად, პრემიერლიგაში ვიქტორ ვალდესის დებიუტიც შედგა. თუ რამდენად სერიოზულია ესპანელის დაზიანება, ექიმები მოგვიანებით გვეტყვიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტივენ ჯერარდი "ენფილდზე" ბოლო მატჩს ატარებდა და იგი მინდორზე შვილებთან ერთად გამოვიდა, მეტოქის ფეხბურთელებს სათითაოდ მიესალმა და ფანების ოვაციებიც მოისმინა. თუმცა სტივი ჯის ბოლო პერიოდი ისეთი სევდიანი და ტრაგიკული გახლდათ, რომ გაცილებაც უიღბლო გამოუვიდა, "ლივერპულმა" "კრისტალ პალასთან" წააგო, თანაც აშკარად დაიჩაგრა.

თუმცა "არწივებისა" და პირადად ალან პარდიუს გარდა, ამ შეხვედრის შედეგი, ალბათ, ნაკლებად თუ აღელვებდა ვინმეს, თან შედეგი ბევრს არც არაფერს ცვლიდა. ყველა ცრემლებს ღვრიდა, რადგან ლეგენდარულმა კაპიტანმა ბოლოჯერ გაიარა ასევე ლეგენდარული კლუბის მაისურით, ლეგენდარულ სტადიონზე. ჯერარდი მერსისაიდელთა რიგებში აუცილებლად დაბრუნდება, ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ სამწუხაროდ, არა ფეხბურთელის რანგში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

21 წლის განმავლობაში რობი ფაულერის რეკორდი ძალაში იყო. "ღმერთს" 1994 წლის აგვისტოში "არსენალის" კარში პრემიერლიგის უსწრაფესი ჰეთ-თრიკი ჰქონდა შესრულებული - ფაულერმა 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა 3 ბურთი.

ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამ რეკორდის მომხსნელი 23 წლის სენეგალელი ფლანგის შემტევი სადიო მანე გამოდგებოდა. მანემ "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში მართლაც დახატა. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მან საგოლე პასიც მიითვალა. რეკორდი ვერ დაამყარა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა შეინ ლონგმაც, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ლონგმა ერთი ძალიან ლამაზი გაიტანა, შორეული დარტყმით, დაინახა რა, რომ შეი გივენი ოდნავ წინ იყო გამოსული. ბოლოს თავისი გრაციანო პელემაც შეაგდო, რომელმაც 0:0-ზეც გაიტანა, მაგრამ ტყუილი ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს. უსუსური "ასტონ ვილადან" ერთადერთი გოლი კრისტიან ბენტეკემ შეაგდო და ბელგიელს ახლა ბოლო 10 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად მარცხისა, ბირმინგემელებმა პრემიერლიგაში დარჩენა გაინაღდეს.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში "ნიუკასლ იუნაიტედი" და განსაკუთრებით, "ჰალი" არიან. ჯორდებმა უკვე გავარდნილ "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" წააგეს და ახლა უკანასკნელი 10 შეხვედრიდან 9 წაგება და 1 ფრე აქვთ.

"კაჭკაჭების" იმედი "ჰალია", რომელმაც "ტოტენჰემთან" წააგო, ხოლო ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" უწევს თამაში და აუცილებლად მოგება სჭირდება. თანაც, სტივ ბრიუსის გუნდი შეიძლება გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ დარჩეს პრემიერლიგაში.

"ლესტერისა" და "სანდერლენდის" 6-ქულიანი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულა გაიყვეს. ეს ფრე "მელიებს" აწყობდათ და მათ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. ნაიჯელ პირსონს ქება-დიდების მეტი არაფერი ეკუთვნის, ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი გუნდი ბოლო ადგილზე გახლდათ, ბევრის აზრით, უიმედო და გამოუვალ მდგომარეობაში.

აი, დიკ ადვოკაატს კი ნერვიულობა ჯერ კიდევ მოუწევს. "შავ კატებს" ბოლო 4 შეხვედრაში 2 მოგება და 2 ფრე აქვთ. წესით, გავარდნა არ უნდა დაემუქროთ, მათ ქულაც ჰყოფნით, მაგრამ, მეორე მხრივ, ადვოკაატს "არსენალთან" და "ჩელსისთან" დარჩა საგარეო შეხვედრები და ორივე თუ წააგო, ხოლო "ჰალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა, "სანდერლენდი" გავარდება.

"სუონსის" ევროპალიგაზე მოხვედრის ამბიცია კი ჰქონდა და რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. "ლიბერთი სტედიუმზე", როგორც ველოდით, სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი შედგა, უელსელები 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ და გათანაბრებაც კი მოახერხეს, მაგრამ "ქალაქელებმა" საბოლოო ჯამში თავისას მაინც მიაღწიეს.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ "სიტის" 4 გოლიდან სერხიო აგუეროს არც ერთი არ გაუტანია, მაგრამ კუნის ბომბარდირობას მაინც არაფერი ემუქრება. სამაგიეროდ, ორი და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო იაია ტურემ. კოტდივუარელ ნახევარმცველს პრემიერლიგაში უკვე 50 გოლი უგროვდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXXVII ტური
16 მაისი
საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 6:1
გოლები: 1:0 მანე (13), 2:0 მანე (14), 3:0 მანე (16), 4:0 ლონგი (26), 5:0 ლონგი (38), 5:1 ბენტეკე (45+3), 6:1 პელე (81)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, დევისი (72. იოშიდა) - ლონგი, უორდ-პრაუსი (80. ჯურიჩიჩი), მანე - პელე (85. ელია)
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ბაკუნა (67. ლოუტონი), ოკორე, ვლაარი, ჰატონი - კლევერლი, ვესტვუდი, დელფი - ნ’ზოგბია (57. აგბონლაჰორი), გრილიში (82. სინკლერი), ბენტეკე
გაფრთხილება: ვანიამა - ვესტვუდი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 19-7 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 18(11)-9(4) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 31 636

ბარნლი-სტოკი 0:0
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი (88. ულვესტადი), ტეილორი (65. კაითლი) - ბარნსი (83. ვოუკსი), ინგსი
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - კამერონი, შოუკროსი, მუნიესა, პიტერსი - უელანი, ნ’ზონზი - უოლტერსი (59. ოდემვინგი), ადამი (83. სიდველი), არნაუტოვიჩი (69. კრაუჩი) - დიუფი
გაფრთხილება: ბოიდი - დიუფი, ნ’ზონზი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 11(4)-11(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 18 636

სანდერლენდი-ლესტერი 0:0
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი (86. რევეიერი), კოატესი, ო’ში, ვან აანჰოლტი - ლარსონი, კატერმოლი, ბრიდკატი (60. ჯონსონი) - დეფო, ვიქჰემი, გრემი (80. ფლეტჩერი)
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი - ვასილევსკი, ჰუტი, მორგანი - ოლბრაიტონი, კინგი, კამბიასო, შლუპი - მაჰრეზი (67. დრინკვოტერი) - ვარდი, ულოა (75. კრამარიჩი)
გაფრთხილება: ბრიდკატი, კატერმოლი, ვიქჰემი, ლარსონი - ჰუტი
კუთხური: 8-9 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 13(3)-11(0) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 46 705

ქპრ-ნიუკასლი 2:1
გოლები: 0:1 რივიერი (24), 1:1 ფილიპსი (54), 2:1 ფერი (61)
ქპრ (4-4-1-1): გრინი - ონუოჰა, დანი, კოლკერი, ჰილი - ფილიპსი, ბარტონი, ჰენრი, ჰოილეტი - ფერი - ოსტინი
ნიუკასლი (4-3-1-2): კრული - იანმაატი, კოლოჩინი, დამეტი, გუტიერესი - კოლბეკი, ტეილორი - გუტიერესი - სისოკო, ა. პერესი, კაბელია - რივიერი
გაფრთხილება: ბარტონი, იუნი -
კუთხური: 3-12 ჯარიმა: 12-9 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 8(4)-22(8) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 17 608

ტოტენჰემი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 შადლი (54), 2:0 როუზი (61)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი - ბენთალები, მეისონი (79. სტამბული) - ლამელა, ერიკსენი (58. დემბელე), შადლი - კეინი (90. სოლდადო)
ჰალი (3-5-2): ჰარპერი - ჩესტერი, დოუსონი, მაკშეინი - ელმოჰამადი, მეილერი, ჰალდსტოუნი (71. რობერტსონი), ქუინი, ბრედი - ნ’დოი, იელავიჩი (62. ა. ერნანდესი)
გაფრთხილება: ბენთალები, მეისონი, როუზი - მეილერი
კუთხური: 6-8 ჯარიმა: 10-6 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 10(3)-14(2) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 35 857

ვესტ ჰემი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 დაუნინგი (62), 1:1 ოსმანი (68), 1:2 ლუკაკუ (90+3)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი (14. ბურკი), რიდი, კრისუელი - ნოუბლი, კუიატე, სონგი - დაუნინგი, კოული (70. ნენე), ე. ვალენსია
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გელოუეი - ბერი, მაკარტი - ლენონი (78. მაკგიდი), ბარკლი (70. მირალასი), ოსმანი - ლუკაკუ
გაფრთხილება: რიდი - კოულმენი, ბერი, მაკარტი, გელოუეი
კუთხური: 7-8 ჯარიმა: 12-14 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(3)-21(5) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 34 977

ლივერპული-კრ. პალასი 1:3
გოლები: 1:0 ლალანა (26), 1:1 პანჩონი (43), 1:2 ზაჰა (60)
ლივერპული (3-4-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი - აიბი (65. ლამბერი), ჰენდერსონი, ჯერარდი, მორენო (87. ჯ. სინკლერი) - სტერლინგი, ლალანა (65. ლუკასი), კოუტინიო
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უარდი, კელი, დანი, სუარე - პანჩონი, მაკარტური, ლედლი, იონი (59. ზაჰა) - ბოლაზი (83. მარეი), შამახი (76. მატჩი)
შენიშვნა: მარეიმ ვერ გაიტანა პენალტი (91)
გაფრთხილება: ჯანი, კოუტინიო - უარდი, მაკარტური, მატჩი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 10-17 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 18(3)-15(6) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 44 707

17 მაისი
სუონსი-სიტი 2:4
გოლები: 0:1 ტურე (21), 0:2 მილნერი (36), 1:2 სიგურდსონი (45), 2:2 გომისი (64), 2:3 ტურე (74), 2:4 ბონი (90+2)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რიჩარდსი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, შელვი (78. ბრიტონი) - დაიერი (73. ბეროუ), სიგურდსონი (83. ემნესი), მონტერო - გომისი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ტურე (85. ბონი), ფერნანდინიო (80. კომპანი) - მილნერი, ლამპარდი (59. ნავასი), სილვა - აგუერო
გაფრთხილება: - მილნერი, საბალეტა, ფერნანდინიო
კუთხური: 11-7 ჯარიმა: 8-8 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 13(9)-22(11) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 20 669

მანჩესტერი-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ერერა (30), 1:1 ბლეკეტი (82 ს.კ.)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა (74. ვალდესი) - ა. ვალენსია, სმოლინგი, ჯონსი, როხო (73. ბლეკეტი) - ბლინდი - ერერა, მატა, ფელაინი, რუნი, იანგი - ფალკაო (61. ვან პერსი)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი (72. უოლკოტი), მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა (73. უილშირი) - რემზი, იოზილი, სანჩესი (90. ფლამინი) - ჟირუ
გაფრთხილება: ერერა -
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 16-8 თამაშგარე: 8-2 კარში დარტყმა: 12(4)-5(3) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 323

18 მაისი
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 23:00

გადადებული მატჩი
20 მაისი:
არსენალი-სანდერლენდი

ბოლო ტური
24 მაისი:
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-ბარნლი, ჩელსი-სანდერლენდი, კრ. პალასი-სუონსი, ევერტონი-ტოტენჰემი, ჰალი-მანჩესტერი, ლესტერი-ქპრ, მანჩესტერი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-ვესტ ჰემი, სტოკი-ლივერპული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული