ჯორდებს 28 თებერვლის მერე არ მოუგიათ და თუ "ჩაქუჩებს" ვერ აჯობებენ, შეიძლება პრემიერლიგიდან ისევ გავარდნენ. რომც დარჩნენ, ქომაგები კლუბის მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ექსცენტრიკული მმართველის წასვლას ითხოვენ.
"ნიუკასლის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჯონ კარვერი: "ფანებს შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ქნან, ოღონდ მატჩის მერე. იქამდე კი ბოლომდე გვერდზე უნდა გვედგნენ, ეს "ნიუკასლს" ახლა
"კაჭკაჭების" თავკაცს აღარ უთქვამს ის, რომ გულშემატკივრების ასეთ საქციელს შესაძლოა, სანქციები მოჰყვეს. პრინციპში, ეს მათ თავადაც იციან, მაგრამ მაინც აპირებენ ჩანაფიქრის განხორციელებას.
"მოიტანეთ თქვენი დროშები, ბანერები და, რაც მთავარია, ხმა. ერთად ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ მართლაც საკმარისია და გუნდის წარუმატებლობებში მთავარი დამნაშავე მაიკ ეშლი უნდა წავიდეს, მან თავისი აქციები დაუყოვნებლივ უნდა გაყიდოს და კლუბი დატოვოს. ჩვენ არანაირი აქცია არ გვაქვს დაგეგმილი მატჩის დროს, მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ" - წერია AshleyOut.com-ზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"