დიკ ადვოკაატის ასრულებული ოცნება და დასასრული?

AutoSharing Option
67 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დიკ ადვოკაატმა ერთი დარჩენილი ოცნებაც აისრულა და პრემიერლიგაში იმუშავა. გამოცდილმა მწვრთნელმა "სანდერლენდი" რთულ დროს ჩაიბარა და გუნდს პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, ახლა კი ის უნდა გადაწყვიტოს, წავა თუ დარჩება. საბოლოოდ, ის ალბათ ბოლო ტურის მატჩის მერე ჩამოყალიბდება, როდესაც "შავი კატების" უფროსობას გაესაუბრება.

სამაგიეროდ, უკვე ვიცით ის, რომ ადვოკაატი "ლაითიდან" წასვლის შემთხვევაში საერთოდ დაასრულებს კარიერას ან კიდევ, მინიმუმ, ერთი სეზონი დარჩება "სანდერლენდთან" ერთად. სხვა გუნდში წასვლას ადვოკაატი აღარ აპირებს, მან ასე გადაწყვიტა.

"პასუხს მომავალ კვირაში გაგცემთ და გეტყვით,
თუ რა მოვიფიქრე. იქამდე კი ნება მიბოძეთ, ეს ჩემთვის დავიტოვო", - აღნიშნა ადვოკაატმა.

ჰოლანდიელი ძალიან ემოციური იყო "არსენალთან" მატჩის საფინალო სასტვენის მერე. "მეთოფეებთან" აღებულმა ქულმა "სანდერლენდს" პრემიერლიგაში დარჩენის გარანტია მისცა და ადვოკაატმა ცრემლები ვერ შეიკავა, იგი თავის ძველ მეგობარსა და ასისტენტთან, ბერტ ვან ლინგენთან ერთად ატირდა. ერთი სიტყვით, სევდანარევ სიხარულს ვერ მალავდა.

"ეს ძალიან ემოციური მომენტი გახლდათ. 25 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ყველაფერს ერთად მივაღწიეთ. ის ატირდა და მითხრა, რომ ცრემლები არც მე შემეკავებინა. მეც ვიფიქრე - რატომაც არა? აქ მხოლოდ ჩემში არ არის საქმე, ძალიან მიხარია, რომ ეს ბრწყინვალე გუნდი პრემიერლიგაში დარჩა, ამისთვის ყველა ბევრს მუშაობდა" - დასძინა ადვოკაატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული