მან 29 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, ხოლო ბოლო 13 შეხვედრაში - ვერც ერთი. არადა, ფალკაო იქამდე ყველა გუნდში ძალიან პროდუქტიული გახლდათ.
29 წლის კოლუმბიელს ახალი გუნდის პოვნა არ გაუჭირდება და "მონაკოს" უფროსობაც ირწმუნება, ფალკაოს სარფიანად გავყიდითო; ხოლო მისი აგენტი ამბობს, რადამელი აუცილებლად დიდ გუნდში ითამაშებსო.
თუმცა საქმე იმაშია, რომ ფალკაოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი: "ფალკაო ნამდვილი პროფესიონალი და კარგი პიროვნებაა. მას წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა მე მწვრთნელი ვარ და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიწევს იმის გადაწყვეტა, რომელი ფეხბურთელები მიდიან და რომლები უნდა მოვიდნენ. ეს სერიოზული, რთული პროცესია და არ არის ადვილი გადაწყვეტილების მიღება, უფრო ძნელი ედ ვუდვორდისთვისაა. მე ახლა დასასვენებლად მივდივარ, მაგრამ მუდამ კონტაქტზე ვიქნები".
დიახ, 63 წლის ჰოლანდიელს დასვენება სჭირდება, რადგან მას წინა ზაფხულსაც ბევრი საქმე ჰქონდა ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად და დიდი ხანია, ნორმალურად არ დაუსვენია. თანაც, ვან გაალს წინ დატვირთული სეზონი აქვს. ასე რომ, ახლა "იუნაიტედში", რაღაც პერიოდით, მთავარი კაცი გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვუდვორდია.
წასვლამდე ვან გაალთან დავიდ დე ხეაზე გასაუბრებაც მოასწრეს და კიდევ ერთხელ ჰკითხეს, მიდის ესპანელი თუ რჩებაო.
"ახლა მან უნდა თქვას რამე და არა მე" - თქვა გამოცდილმა მწვრთნელმა და ისევ მიგვანიშნა, რომ ყველაფერი თავად დე ხეას გადასაწყვეტია, ახალგაზრდა გოლკიპერი კი ჯერჯერობით დუმს და ფიქრობს.
გავიხსენოთ ისიც, რომ ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც რეალურად უმოტივაციო იყო, "ჰალთან" უგოლო ფრეს დასჯერდა. პოზიტიური ამ შედეგში ის გახლდათ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კარი მშრალად შეინახეს, რასაც წინა 8 მატჩი ვერ ახერხებდნენ - ასეთი რამ 2001 წლის მერე პირველად მოხდა.
"ჩვენი სეზონი, რომ გავაანალიზოთ, დავინახავთ, რომ საუკეთესო მატჩები ზედა ექვსეულის გუნდებთან ჩავატარეთ, ხოლო ყველაზე უარესი ბოლო ექვსეულის კლუბებთან" - თქვა ვან გაალმა.
"ვეფხვებთან" შეხვედრაში ჰოლანდიელმა ანხელ დი მარია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ არგენტინელისთვის წელი ჯერჯერობით უიღბლოდ მიდის. იგი დაშავდა და 23-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. შეცვლაზე შესული მარუან ფელაინი კი გააძევეს. ბელგიელმა აბსოლუტურად უაზრო სიტუაციაში ძალიან უხეშად ითამაშა და მწვრთნელს ეს არ მოეწონა.
"ეს ძალიან სულელური საქციელი იყო. მარუანსაც ვუთხარი. მომავალ სეზონს იგი ტრიბუნაზე დაიწყებს დისკვალიფიკაციის გამო და ეს ცუდია" - დაამატა ვან გაალმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"